ახალი ამბები

უსუფაშვილი: სისტემა ვერ მოახერხებს ყველა მოქალაქის სასამართლომდე მიყვანას

9 მარტი, 2013 • • 964
უსუფაშვილი: სისტემა ვერ მოახერხებს ყველა მოქალაქის სასამართლომდე მიყვანას

” იმ 15 000 და 20 000 საჩივარს, რომელიც სხვადასხვა უწყებაში დაგროვებულია, სისტემა ვერ მოახერხებს მის განხილვას და ყველა მოქალაქის სასამართლომდე მიყვანას. ამიტომ დღის  წესრიგში დგას რაიმე ფორმის ამნისტია, ოღონდ ძალიან კარგად დასაბუთებული. ამიტომ  დღეს ჩვენ მოვიწვიეთ მსოფლიო დონის ექსპერტები, ბატონი ჰამერბერგი, რომელიც ამნესთი ინთერნეიშენალის ხელმძღვანელი იყო წლების განმავლობაში.  ეს ყველაფერი მოგვცემს საშუალებას, რომ მივიღოთ ძალიან მაღალი დონის  რეკომენდაციები კონკრეტულ მოდელებთან დაკავშირებით. როგორ მოვახერხოთ, რომ დაზარალებული პირების უფლებები იყოს დაცული და აღდგენილი, მოსახლეობას ჰქონდეს სრული განცდა იმისა, რომ სიმართლე გაირკვა, რომ დაუსჯელი არავინ დარჩება, მაგრამ სასჯელის ზომასა და ფორმაზე მივიღოთ გარკვეული რჩევები მსოფლიო პრაქტიკიდან გამომდინარე” –განაცხადა დავით უსუფაშვილმა. 

 

კონფერენციის დაწყებამდე განცხადება გააკეთა მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმაც. მისი განცხადებით, კონფერენციის თემაა გარდამავალ პერიოდში მართლმსაჯულების მდგომარეობა და მიდგომები საქართველში.

 

“ამ მხრივ მე მექნება საუბარი საქართველოს პროკურატურის დამოკიდბულობაზე, როლზე, პოზიციაზე, სისხლის სამართლის პოლიტიკის  განხორციელებაში რა  პრიორიტეტებია დასახული და როგორ უნდა წარიმართოს საქმიანობა იმ მხრივ, რომ ყოველგვარი ეჭვი შერჩევითი მართლმსაჯულბის შესახებ იქნეს გამორიცხული. ამ საკითხზე გავაკეთებ მოხსენებას”.–განაცხადა კბილაშვილმა. 

 

კონფერენციაზე მოხსენებას გააკეთებენ- თინა ხიდაშელი, ევროკავშირის სპეციალური მრჩეველი იურიდიულ საკონსტიტუცი რეფორმებსა და ადამიანის უფლებების საკითხებში თომას ჰამერბერგი და ღია საზოგადოების ფონდების საპატიო პრეზიდენტი არიე ნეიერი.  საქართველოსთვის მისაღებ გარდამავალი პერიოდის მართლმსაჯულების მოდელებზე ვახტანგ ხმალაძე და საქართველოს იუსტივიის მინისტრი თეა წულუკიანი ისაუბრებენ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი