ახალი ამბები

„საქართველოს სომეხთა სათვისტომო“ ხელისუფლებისგან პოზიტიურ ნაბიჯებს ელოდება

5 მარტი, 2013 • 1136
„საქართველოს სომეხთა სათვისტომო“ ხელისუფლებისგან პოზიტიურ ნაბიჯებს ელოდება
ამის შესახებ განცხადებას  „საქართველოს სომეხთა სათვისტომო“ ავრცელებს.
 

როგორც განცხადებიდან ირკვევა, მიმდინარე წლის 4 მარტს „საქართველოს სომეხთა სათვისტომო“-ს გამგეობისა და მმართველი კოალიცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“-ს პოლიტიკურ მდივან სოზარ სუბარის შორის შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი რუსლან პოღოსიანი და კოალიციის სხვა წარმომადგენლები. 

“გამართული შეხვედრის მთავარი მიზანი ახალი ხელისუფლების წარმომადგენლებისათვის საქართველოს სომხობის წინაშე არსებული გამოწვევების წარდგენა და პრობლემატიკის გადაჭრის გზების განხილვა იყო. შეხვედრის მსვლელობისას განხილულ იქნა შემდეგი საკითხები: ეროვნული უმცირესობების და, კერძოდ, სომხების ჩართულობა სახელმწიფო მართვის პროცესში; ზოგადი და უმაღლესი განათლების სისტემებში არსებული სირთულეები და პრობლემატიკა; დედაქალაქში სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ძეგლის (ხაჩქარის) დადგმის და საქართველოს მხრიდან სომეხთა გენოციდის აღიარების შესაძლებლობების; ასევე სხვა საკითხები. „საქართველოს სომეხთა სათვისტომო“ ვიმედოვნებთ, რომ ხელისუფლება გადადგამს შესაბამის პოზიტიურ ნაბიჯებს შეხვედრის დროს განხილული პრობლემების მოგვარების მიზნით “- ნათქვამია განცხადებაში. 

მასალების გადაბეჭდვის წესი