აქცია-პერფორმანსის მონაწილეები თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან შეიკრიბნენ, შემდეგ გადაინაცვლეს ილიას უნივერსიტეტთან, მოგვიანებით- რუსთაველზე, საბოლოოდ კი მსვლელობა თავისუფლბის მოედანზე დასრულდა.
აქცია–პერფორმანსის მონაწილეებმა ქართლის დედის როლი მოირგეს, რომლებიც თეთრებში იყვნენ ჩაცმული წარწერით- “made in patriarchy” (დამზადებულია პატრიარქატში), სახეშეღებილებს ცალ ხელში ხმალი, მეორეში კი ღვინის ფიალა ეჭირათ.
აქციის მონაწილეებს თან ჰქონდათ ტრანსპარანტები წარწერით- “ქალი ქარხანა არ არის”, “ფუნქცია რეპროდუქცია”.
შეგახსენებთ, რომ დედის დღეს 3 მარტს ბოლო 22 წელია აღნიშნავენ. ამ დღესთან დაკავშირებით დღეს მილოცვები პრემიერმა, პრეზიდენტმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა და თბილისის მერმა გაავრცელეს.
ფოტოს ავტორი თინა აგნუს