ახალი ამბები

პრეზიდენტის მრავალრიცხოვანი დელეგაცია აზერბაიჯანში

27 თებერვალი, 2013 • 1075
პრეზიდენტის  მრავალრიცხოვანი  დელეგაცია აზერბაიჯანში

ვიდეომასალა, რომელიც პრეზიდენტის პრესსამსახურმა გაავრცელა, ასახავს ოფიციალურ დახვედრის ცერემონიალს ბაქოში, აზერბაიჯანის დედაქალაქში.  

 

ვიდეოში ასევე ჩანს, რომ საქართველოს დელეგაცია საკმაოდ მრავალრიცხოვანია. 

 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით,  მიხეილ სააკაშვილმა და ილჰამ ალიევმა ორმხრივ ურთიერთობაზე ისაუბრეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს.

 

აზერბაიჯანში ვიზიტამდე პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ფეისბუქზე გაავრცელა ინფორმაცია და ვიდეომასალა, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი აეროპორტში დაცვის გარეშე, მეუღლე სანდრა რულოვსთან ერთად მივიდა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი