ახალი ამბები

სასჯელაღსრულების სამინისტრო: მსჯავრდებულთა სიკვდილობა 5,5-ჯერ შემცირდა

14 თებერვალი, 2013 • 1198
სასჯელაღსრულების სამინისტრო: მსჯავრდებულთა სიკვდილობა 5,5-ჯერ შემცირდა

პირველი – სიკვდილობა ყოველ 10 ათას მსჯავრდებულზე, წინა ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 5.6-ჯერ შემცირდა. სამინისტროს მონაცემებით, ბოლო სამ თვეში 10 ათას მსჯავრდებულზე სიკვდილობა ამ სამ თვეში იყო 3, ხოლო წინა ანალოგიურ პერიოდში – 17;

 

მეორე – გაიზარდა ხელმისაწვდომობა კვალიფიციურ და ადეკვატურ სამედიცინო მომსახურებაზე, კერძოდ, სამინისტროს ცნობით, 2473 მსჯავრდებული იქნა სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოებში გადაყვანილი, ხოლო წინა ანალოგიურ პერიოდში ეს ციფრი იყო 484;

 

მესამე – დაიწყო მუშაობა სასჯელაღრსულების დაწესებულებებში C ჰეპატიტის პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პროგრამაზე;

 

მეოთხე – გაიხსნა ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრი, სადაც მიღწეულია სრული სეპარაცია ტუბერკულოზის სხსვადასხვა ფორმით დაავადებულ ჯგუფებს შორის და მსჯავრდებულთა ჩართულობა მკურნალობის პორცესში გაზრდილია.

 

მეხუთე – შემუშავდა სამედიცინო პროტოკოლი ფსიქოტროპულ მედიკამენტებზე დამოკიდებულების შესამცირებლად.

მასალების გადაბეჭდვის წესი