ახალი ამბები

სახალხო დამცველის რეკომენდაცია საერთო სასამართლოებს

21 იანვარი, 2013 • 977
სახალხო დამცველის რეკომენდაცია საერთო სასამართლოებს

აღნიშნული პრობლემის მოგვარებამდე სასამართლო სხდომების ჩატარებისას გათვალისწინებული იყოს ზემოაღნიშნული გარემოება და სასამართლო სხდომები გაიმართოს იმ დარბაზებში, სადაც უზრუნველყოფილი იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა (მხარეთა) დასწრება.

 

სახალხო დამცველის განცხადებაში ნათქვამია, რომ 10 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოში შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია „დამოუკიდებელი ცხოვრების ახალგაზრდული ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის, კობა ნადირაძის სარჩელის საფუძველზე გამართულ სასამართლო სხდომაზე დასწრება ვერ შეძლეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა. 

 

სხდომა სასამართლოს შენობის მე–6 სართულზე გაიმართა:

 

“იმის მიუხედავად, რომ სასამართლო შენობის სართულებზე გადაადგილება შესაძლებელია ლიფტის საშუალებით, სხდომის დარბაზში მოხვედრის მიზნით დამატებით საჭიროა კიბის უჯრედით სარგებლობა. აღნიშნულ მონაკვეთზე მობილობის შეზღუდვის მქონე პირისათვის დამოუკიდებლად გადაადგილება შეუძლებელია. 

 

საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის თანახმად, ,,ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.“ აღნიშნული დებულება თავის თავში გულისხმობს სახელმწიფოს ვალდებულებას, გაატაროს ყველა საჭირო ღონისძიება, რათა სასამართლო ხელმისაწვდომი იყოს ყველა დაინტერესებული პირისათვის.

 

სასამართლოზე ხელმისაწვდომობა მოიცავს არა მხოლოდ პირის შესაძლებლობას, დავის საწარმოებლად მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ტერიტორიულ და ფიზიკურ ხელმისაწვდომობასაც”, – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

 

2011 წლის საპარლამენტო ანგარიშში საქართველოს სახალხო დამცველი საუბრობდა პრობლემაზე, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე იმ პირთათვის, რომლებიც ეტლით გადაადგილდებიან, სასამართლოზე ხელმისაწვდომობას უკავშირდება და საერთო სასამართლოებს მისცა შესაბამისი რეკომენდაცია.

მასალების გადაბეჭდვის წესი