ახალი ამბები

მერაბიშვილი: პარტიის თითოეული წევრი მიიღებს მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღებაში

23 დეკემბერი, 2012 • • 1114
მერაბიშვილი:  პარტიის თითოეული წევრი  მიიღებს მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღებაში

“როგორ მოხდა, რომ ვინც შევძელით საქართველოში კორუფციის დამარცხება, პენსიების გაათმაგება, ვინც  საქართველო ვაქციეთ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლოდ.  გავაკეთეთ უამრავი რამ ინფრასტრუქტურაში, უფრო მეტიც, ჩვენ ავაშენეთ ახალი ქალაქები და სწორედ ხშირად იქ, სადაც ინვესტიცია განვახორციელეთ, განვიცადეთ ასეთი მარცხი, რომელსაც ჩვენ ძალიან მტკივნეულად აღვიქვამთ.  ჩვენ ამ შეკითხვაზე პასუხი გვაქვს გასაცემი.  რამდენად სწორად გავცემთ ამ შეკითხვას პასუხს,  დამოკიდებულია ჩვენი პარტიის და საქართველოს მომავალი. ამ შეკითხვებზე პასუხებზე დაყრდნობით უნდა შევქმნათ ახალი პარტია. ჩვენ უნდა დავიწყოთ დიალოგი და ჩავერთოთ დებატებში და, რაც ყველაზე მთავარია, დებატები  უნდა დავიწყოთ ჩვენი პარტიის შიგნით. 

 

მერაბიშვილმა დადო პირობა, რომ ისეთი პარტია შეიქმნება, სადაც პარტიის თითოეული წევრი და მხარდამჭერი მიიღებს მონაწილეობას ყველა გადაწყვეტილების მიღებაში.

 

შეგახსენებთ, რომ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც. 

მასალების გადაბეჭდვის წესი