ახალი ამბები

თბილისის საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

10 დეკემბერი, 2012 • 4374
თბილისის საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

შეხვედრაზე გიგი უგულავამ თბილისის მერიის 2013 წლის მთავარ პრიორიტეტებზე, დაგეგმილი პროექტების განხორციელებასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა:

 

– მომავალი წლიდან იმ დაწესებულებებში, რომელებსაც თბილისის მერია აფინანსებს, შრომითი ანაზღაურება 20%-ით გაიზრდება. 2013 წლიდან გაზრდილ ხელფასს აიღებენ: საბავშვო ბაღების, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის, სამედიცინო დახმარების ცენტრის, საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს, დასუფთავების სფეროსა და თბილისის თვითმმართველობის სტრუქტურების თანამშრომლები;

 

– 100%-ით განახლდება სასწრაფო დახმარების საავტომობილო პარკი, რეაბილიტაცია ჩაუტარდება სასწრაფო დახმარების  ცენტრებს;

 

– სპეციალური, 100- ლარიანი ვაუჩერით ისარგებლებს თბილისში რეგისტრირებული ყველა აბონენტი, სულ 350 000 ოჯახი;

 

– 250- ლარიან ვაუჩერს  45 000 სოციალურად დაუცველი ყველა ის ოჯახი მიიღებს, რომელთაც  70 000-მდე სარეიტინგო ქულა აქვთ მინიჭებული;

 

– 65%-ით იზრდება საბინაო ამხანაგობების ხელშეწყობის  პროგრამის ბიუჯეტი.

 

ამასთან, თბილისის მერის თქმით, ქალაქის ყველა მუნიციპალიტეტში თბილისელების მიერ ინიცირებული თითოეული ის პროექტი დაფინანსდება, რომელიც მოსახლეობის მხარდაჭერას მოიპოვებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი