ახალი ამბები

უსუფაშვილი: ვინც ფიქრობს, რომ ამოწურა თავისი თავი, დატოვოს თანამდებობა

16 ნოემბერი, 2012 • • 1153
უსუფაშვილი: ვინც ფიქრობს, რომ ამოწურა თავისი თავი, დატოვოს თანამდებობა

“ეს თემა წლების განმავლობაში საინტერესო იყო ოპოზიციისვის და ოპოზიციური მედიისთვის და დახურული იყო ხელისუფლების და სახელისუფლებო მედიის მხრიდან, ახლა კიდევ უფრო მეტი რამ გახდება ნათელი, მაგალითად, მინდა მოვიყვანო პარლამენტის შენობისთვის გამოყოფილი თანხები. ძალიან ბევრი მასალებია, რომლებიც მალე გადაეცემა პროკურატურას. არ დაიჯერებთ, მაგრამ საწყისი ხარჯთაღრიცხვა შენობის ასაშენებლად მილიონნახევარი ლარი იყო, რაც საბოლოოდ გახდა 360 მილიონი ლარი. ყველა მსგავს თემაზე ისტერიკის ატეხვის ნაცვლად, ყველას მივმართავ, ვისაც სურვილი აქვს, გააგრძელოს მუშაობა დაკავებულ თანამდებობებზე, ხოლო ვინც ფიქრობს, რომ ამოწურა თავისი თავი, დატოვოს თანამდებობა”.  

 

შეგახსენებთ, რომ გუშინ  “საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზამ” გამოაქვეყნა ინფორმაცია პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გაწეული ხარჯების შესახებ.

 

პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან 2012 წლის 1 იანვრიდან 27 ივლისამდე სულ გამოიყო 39.641.372. ლარი, 596.095 დოლარი და 1.284.956 ევრო.  

მასალების გადაბეჭდვის წესი