ახალი ამბები

ცესკოში 93 მედიასაშუალებაა აკრედიტირებული

28 სექტემბერი, 2012 • 1102
ცესკოში 93 მედიასაშუალებაა აკრედიტირებული

ქართული მედიასაშუალებების გარდა, ჟურნალისტები წარმოდგენილნი არიან სხვადასხვა ქვეყნებიდან, მათ შორის, ჩინეთიდან, ესპანეთიდან, გერმანიიდან, უკრაინიდან, რუსეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, საფრანგეთიდან, ჩეხეთიდან, სომხეთიდან და სხვა ქვეყნებიდან.

არჩევნებზე იმუშავებენ ისეთი ცნობილი მედიაორგანიზაციები, როგორიცაა: BBC-ის რუსული და ბრიტანული გამოცემები, “ნიუ იორკ თაიმსის” მოსკოვის ბიურო, ტელეკომპანია “ნტვ”, “რია ნოვოსტი”, სააგენტო “იტარ ტასი” და ა.შ.

რაც შეეხება ქართულ გამოცემებს, ყველაზე მეტი აკრედიტებული წარმომადგენელი “მეცხრე არხი ინფოს” ჰყავს – 221 ადამიანი, შემდეგ მოდიან: ტელეკომპანია “რუსთავი 2” – 143 ადამიანი, ტელეკომპანია “მეცხრე არხი” – 121 ადამიანი და ტელეკომპანია “იმედი” – 99 ადამიანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი