ახალი ამბები

პატიმრების ახლობლებმა ციხის საბადრაგოს უფროსი ცემეს[video]

20 სექტემბერი, 2012 • • 1473
პატიმრების ახლობლებმა ციხის საბადრაგოს უფროსი ცემეს[video]

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის 7 ავტომობილი გლდანის ციხეს ტოვებდა, რომლებსაც წინ გადაუდგნენ ციხის შესასვლელთან
შეკრებილი მოქალაქეები. მათ ქვების სროლით ავტომობილებს ჩაუმსხვრიეს შუშები. თემურ ქერდოყაშვილი მოქალაქეებს უხსნიდა, რომ დღეს დილით გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში რუსთავის ციხიდან გადმოიყვანეს ორი ავადმყოფი პატიმარი, რომლებსაც უკან აბრუნებდნენ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ავტომობილები კი ცარიელი იყო. პატიმრების ახლობლების აზრით, აღნიშნული ავტომობილებით პატიმრები გაჰყავდათ გლდანის ციხიდან, რაც გახდა მათი აგრესიის მიზეზი. მათ საბადრაგოს უფროსს სიტყვიერთან ერთად, ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენეს. ამ დროისათვის გლდანის ციხესთან სიტუაცია განიმუხტა.

მასალების გადაბეჭდვის წესი