ამავე შეკითხვის პასუხად, 16%-ის პასუხია – “არ ვიცი”, 9%-ის – არც ერთი პარტია, ხოლო 18% უარს აცხადებს პასუხზე.
კითხვაზე – როგორ ჩატარდება მომავალი საპარლამენტო არჩევნები? „ნაცმოძრაობის” მხარდამჭერების 27 პროცენტი ფიქრობს, რომ ძალიან კარგად ჩატარდება, 56 პროცენტი აცხადებს, რომ მეტ–ნაკლებად კარგად.
„ქართული ოცნების“ მხარდამჭერებიდან მხოლოდ 4 პროცენტი ფიქრობს, რომ არჩევნები ძალიან კარგად ჩატარდება, 35 პროცენტი აცხადებს, რომ მეტნაკლებად კარგად.
კვლევა, რომელიც NDI-მ 31 ივლისიდან 12 აგვისტოს ჩათვლით ჩაატარა, დღეს გამოქვეყნდა. კვლევის ცდომილება +/- 3%-ია.