ეკონომიკა

“იბერულას” ორი მაღაზია დაიხურა

9 აგვისტო, 2012 • • 1430
“იბერულას” ორი მაღაზია დაიხურა

“ამ დროისათვის “იბერულას” მხოლოდ ორი მაღაზია დაიხურა. ისიც იმიტომ, რომ კომერციული ფართის იჯარა გაიზარდა. დახურული ობიექტების სანაცვლოდ, “იბერულას” მაღაზიები თბილისის სხვა უბნებში გაიხსნება. კომერციული ფართის მოძიების პროცესი მიმდინარეობს,” – ამბობს ადეიშვილი.

 

ირაკლი ადეიშვილის განმარტებით, “იბერულას” ქსელს “იბერმით ჯორჯია” ფლობს. თუმცა “იბერულას” ბრენდის ქვეშ ხორცპროდუქტების გაყიდვა კერძო პირებს შეუძლიათ, თუ ბრენდის ფერს და ლოგოს შეინარჩუნებენ და კომპანიის მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ.  

 

“იბერმით ჯორჯია’’ ხორცპროდუქტების ბაზრის მსხვილი მოთამაშეა. კომპანია  ნატახტარის სასაკლაოს ფლობს. ხორცპროდუქტების მაღაზია “იბერულას” სუპერმარკეტების ქსელი 2010 წელს შეიქმნა.

 

“იბერმით ჯორჯია” 2012 წლის  ბოლომდე ,,იბერულას’’ ბრენდით 20 მაღაზიას გახსნას გეგმავდა. ამ დროსათვის ,,იბერულას’’ ბრენდით თბილისში არსებული მაღაზიებიდან ორი გასულ კვირას დაიხურა.

მასალების გადაბეჭდვის წესი