ახალი ამბები

თბილისში სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების საკითხებს განიხილავენ

21 მარტი, 2012 • • 1019
თბილისში სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების საკითხებს განიხილავენ

დღეს, 21 მარტს, თბილისში, სასტუმრო ”Holiday Inn-ში”  გაიხსნა კონფერენცია, სადაც მსოფლიო ბანკის, ნატოს, ასევე საქართველოში აკრედიტებული საელჩოებისა და საქრთველოს ხელისუფლბის წარმომადგენლები განიხილავენ სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებისა და დემოკრატიზაციის საკითხებს.

ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია – ”უსაფრთხოება სამხრეთ კავკასიაში” – დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს არაკომერციული ორგანიზაცია ”უილტონ პარკის” ორგანიზებით ტარდება.

კონფერენცია დიდი ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში ჯუდიტ გუფმა გახნა და აღნიშნა: ”მე მოხარული ვარ, რომ უილტონ პარკი ასეთ პრესტიჟულ და მნიშვნელოვან კონფერენციას მართავს თბილისში. ეს ფორმატი, დისკუსიების საშუალებით, იძლევა შესაძლებლობას, რომ განვიხილოთ ის შესაძლებლობები და გამოწვევები, რაც სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებობს”.

კონფერენცია ჟურნალისტებისთივს დახურულია, თუმცა დაწყებიდან რამდენიმე საათში შესვენება გამოცხადდა, რა დროსაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, კონკრეტულად რას ეხებოდა კონფერენცია დაწყებიდან პირველ საათებში: – ”ჩვენ არ გაგვიკეთებია მხოლოდ იმ სიტუაციის ანალიზი, რაც ახლა გვაქვს, როცა ოკუპირებულია საქართველოს ტერიტორიის 20%. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა არის კონფლიქტის მოგვარების ის გზები, რომლითაც შეიძლება უსაფრთხოების განმტკიცება სამხრეთ კავკასიაში.”

გრიგოლ ვაშაძის  თქმით, შეხვერდაზე სომხეთისა და აზერბაიჯანის მოთხოვნით განიხილეს ირანის საკითხი, თუმცა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა არ დააკონკრეტა, კონკრეტულად რაზე ისაუბრეს.

საერთაშორისო კონფერენციაზე დაგეგმილია რეგიონული უსაფრთხოების, ეკონომიკური, ასევე ენერგეტიული რესურსების უსაფრთხოებისა და რეგიონის დემოკრატიზაციის საკითხების განხილვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი