ახალი ამბები

დასავლეთ საქართველოს რამდენიმე ქალაქში გადამზადების ცენტრი გაიხსნება

24 იანვარი, 2012 • • 1208
დასავლეთ საქართველოს რამდენიმე ქალაქში გადამზადების ცენტრი გაიხსნება

დასავლეთ საქართველოს ხუთ ქალაქში– ქუთაისში, ზესტაფონში, ჭიათურასა და ტყიბულში– მოსახლეობის გადამზადების ცენტრები გაიხსნება.

აღნიშნულის შესახებ დღეს ქუთაისში გამართულ მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ნიკა გილაურმა განაცხადა.

დღევანდელ მთავრობის სხდომაზე დიდი ყურადღება იმერეთის განვითარებაზე მსჯელობას დაეთმო.

პრემიერ–მინისტრის განცხადებით, გადამზადების კურსების გავლას მსურველები როგორც თბილისში, ასევე,  ქუთაისშიც შეძლებენ. ზესტაფონში, ჭიათურაში, სამტრედიასა და ტყიბულში კი უფასო კურსები ინგლისურსა და კომპიუტერში ჩატარდება. გადამზადებულთა დასაქმება კი იმ სფეროში მოხდება, რომელშიც შესაბამისი სპეციალისტები სჭირდებათ.

“ წელს ვაგრძელებთ განათლების სისტემაში დაგემილ რეფორმებს. ამ შემთხვევაში, ლაპარაკი მაქვს გადამზადების კურსებზე. გარდა ამისა, აღნიშნულ ცენტრებში მოვიწვევთ იმ კომპანიის წრმომადგენლებს, რომლებიც აუხსნიან მოსახლეობას, თუ როგორი ტიპის თანამშრომლები სჭირდებათ მათ, რათა მოხდეს მათი დასაქმება,” – განაცხადა გილაურმა ქუთაისის მთავრობის სხდომაზე.

მთავრობის წევრები დღეს სულ 46 საკითხზე მსჯელობდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი