დოკუმენტი, რომელიც აუქციონზე გაიყიდა, 3 ადამიანის– დამფუძნებლისა და თანადამფუძნებლების– სტივ ჯობსის, სტივ ვოზნიაკის და რონალდ ვეინის მიერაა ხელმოწერილი 1976 წლის 1 აპრილს.
სოთბის აუქციონის შეფასებით, 3 ადამიანს შორის შეთანხმების ამსახველი მასალის საწყისი ფასი 100, 000– დან 150,000 დოლარამდე მერყეობდა.
დოკუმენტი ედუარდო სისნეროსმა, კომპანია ”სისნეროსის” დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, შეიძინა.
სოთბის განცხადებით, დოკუმენტის ყიდვას კიდევ 5 ადამინი ცდილობდა.
გასაყიდი ფასის 12%-ს თავად აუქციონი იტოვებს, აქედან გამომდინარე, დოკუმენტის რეალური ფასი 1,35 მილიონი დოლარია.
დოკუმენტი უეიდ საადმა გაყიდა. საადი IT-ი ტექნოლოგიების ”Pencom”-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორია. საადმა აღნიშნული დოკუმენტები 1994 წელს ერთ-ერთი ხელმომწერის, რონალდ ვეინისგან ”რამდენიმე 1000 დოლარად” შეიძინა.
სოთბის აუქციონი Apple-ისადმი ადამიანების ინტერესის ბოლო გამოვლინებაა. Amazon-ის განცხადებით, სტივ ჯობსის ბიოგრაფია 2011 წელს მათი ყველაზე გაყიდვადი პროდუქტია. ბიოგრაფია 2011 წლის ოქტომბერში, ჯობსის გარდაცვალების შემდეგ გამოიცა.