საზოგადოება

ქარხნის გამონაბოლქვით შეწუხებული მოსახლეობა[video]

14 სექტემბერი, 2011 • • 1048
ქარხნის გამონაბოლქვით შეწუხებული მოსახლეობა[video]

ქუთაისში თაბუკაშვილის ქუჩის, ავანგარდისა და სოფელ მესხეთის მოსახლეობა ქუთაისის მეტალურგიული ქარხნის, ”ჰერკულესის” ფუნქციონირების გამო შექმნილი ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებას უკვე წლებია ითხოვს. მათი თქმით, აღნიშნულ უბნებში ცხოვრება ”შეუძლებელია.”

ქუთაისელი ნარგიზა ჯღამაძე “ნეტგაზეთთან” საუბარში ამბობს, რომ ქარხნიდან წამოსული გამონაბოლქვის გამო თაბუკაშვილის ქუჩის (ქარხნის მიმდებარე ტერიტორია) მცხოვრებლები ფანჯრებს ვერ აღებენ, სარეცხს ვერ ფენენ და ბავშვები გარეთ ვერ გამოყავთ. მისი თქმით, მოსახლეობამ არაერთხელ მიმართა ქუთაისის მერიას აღნიშნული პრობლემის მოწესრიგების თხოვნით, მაგრამ – უშედეგოდ. მოსახლოება ქარხანაში სპეციალური ფილტრების დაყენებას მოითხოვს, რომელიც გამონაბოლქვს შეამცირებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი