ახალი ამბები

ხადური: საშუალოვადიან პერიოდში ველოდებით გაცვლითი კურსის გამყარებას

21 სექტემბერი, 2015 • • 1078
ხადური: საშუალოვადიან პერიოდში ველოდებით გაცვლითი კურსის გამყარებას

“ჩვენ საშუალოვადიან პერიოდში ველოდებით გაცვლითი კურსის გამყარებას. რაც შეეხება დღევანდელ მდგომარეობას, უნდა აღინიშნოს, რომ არც სახელმწიფო ბიუჯეტის ოპერაციებს და არც ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულ რეფინანსირების სესხებს გაცვლით კურსზე უარყოფითი ზეგავლენა არ მოუხდენია,“ – განაცხადა ნოდარ ხადურმა.

 

მისი თქმით, ფინანსთა სამინისტრო და ეროვნული ბანკი აქტიურად თანამშრომლობენ: „მუდმივად გვაქვს ინფორმაციის გაცვლის რეჟიმი და კოორდინირებულად ვმუშაობთ“.


საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში შეადგენს 2.4491-ს. ლარი დოლართან მიმართებაში ბოლო 9 თვის მანძილზე ინტენსიურად უფასურდება.

ნოდარ ხადური; ფოტო: ფინანსთა სამინისტრო
ნოდარ ხადური; ფოტო: ფინანსთა სამინისტრო

მასალების გადაბეჭდვის წესი