ახალი ამბები

ბათუმში აქციამ პაპუაშვილის სახლიდან საკონსტიტუციო სასამართლოსთან გადაინაცვლა

17 სექტემბერი, 2015 • • 1033
ბათუმში აქციამ პაპუაშვილის სახლიდან საკონსტიტუციო სასამართლოსთან გადაინაცვლა

აქციის მონაწილეებს თან აქვთ პლაკატები, წარწერებით – “საკონსტიტუციო სასამართლო ნაცმოძრაობის ფილიალია”, “პაპუაშვილი უგულავას და ბოკერიას მონა” და ა.შ.

 

დღეს დილით ანალოგიური აქცია იმავე ადამიანებმა გამართეს გიორგი პაპუაშვილის სახლთან, სადაც სახლს პომიდვრები დაუშინეს. შსს-ს ცნობით, პოლიციამ ბათუმში მცხოვრები ერთ-ერთი მოქალაქე, მერაბ ღოღობერიძე იმის გამო დააკავა, რომ დღეს დილით მან საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის სახლს, სხვა პირებთან ერთად, პომიდვრები დაუშინა. ღოღობერიძე დაკავებულია ადმინისტრციულ სამართლადარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით, რაც ნიშნავს წვრილმან ხულიგნობას.


საკონსტიტუციო სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილებით, ძალადაკარგულად გამოცხადდა სსსკ-ის 205-ე მუხლის მე-2 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულის პატიმრობას თუ ამ საქმეზე ბრალის წაყენების ან ბრალის წაყენებისთვის საკმარისი საფუძვლის გამოვლენის შემდეგ, მას პატიმრობაში ერთობლივად გატარებული აქვს 9 თვე, მის მიმართ მიმდინარე ნებისმიერ სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში.

 

იმისათვის, რომ უგულავა წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლდეს, სასჯელაღსრულების სამინისტროს ცნობით, აუცილებელია მისი აღკვეთის ღონისძიების ზომა – პატიმრობა გააუქმოს საერთო სასამართლომ, ამ შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლომ, რომელსაც ამ მოთხოვნით დღეს უკვე მიმართა უგულავას დაცვის მხარემ.

აქცია საკონსტიტუციო სასამართლოსთან უგულავას საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილების წინააღმდეგ, 17.09.2015. ფოტო: ნათია როყვა/ნეტგაზეთი
აქცია საკონსტიტუციო სასამართლოსთან უგულავას საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილების წინააღმდეგ, 17.09.2015. ფოტო: ნათია როყვა/ნეტგაზეთი

მასალების გადაბეჭდვის წესი