ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ცხინვალი: ტაძრების კონსერვაცია რუსი სპეციალისტების მეთვალყურეობით გაგრძელდება

21 ივლისი, 2015 • • 1322
ცხინვალი: ტაძრების კონსერვაცია რუსი სპეციალისტების მეთვალყურეობით გაგრძელდება

როგორც ის აცხადებს, ამ დროისთვის სამუშაოები გომართის ეკლესიისა და თირის მონასტრების ტერიტორიებზე შეჩერებულია.

 

მანამდე მშენებლობის სამინისტროს ხელმძღვანელმა, ედურდ ძაგოევმა განაცხდა, რომ “უიუტს” კულტურული ძეგლების ტერიტორიებზე სამუშაოების ჩასატარებლად შესაბამისი ლიცენზია არ გააჩნია და აღიარა მისი სამინისტროს პასუხისმგებლობა თირის მონასტრისთვის მიყენებულ ზიანში. 

 

უახლესი ინფორმაციით, ამჯერად კულტურული ძეგლების კონსერვაციის სამუშაოები რუსეთის სამხატვრო სამეცნიერო-სარესტავრაციო ცენტრის სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ შესრულდება, მათ შორის იკორთისა და კავთისხევის წმინდა გიორგის ეკლესიის ტერიტორიებზე.

 

ცხინვალში აცხადებენ, რომ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე სასწრაფო კონსერვაციას 250 კულტურული ძეგლი საჭიროებს.


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის    მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც  აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში  გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. 
   
   




 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი