ახალი ამბები

ანონსი: 13 ივნისი

12 ივნისი, 2015 • • 1423
ანონსი: 13 ივნისი

11:00 – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და მინისტრის მოადგილეები აჭარის რეგიონის რესურსცენტრის ხელმძღვანელებს, სკოლის დირექტორებსა და პროფესორ-მასწაველბლებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის ახალ სქემას გააცნობენ.

 

12:00 – ორგანიზაციები: „ახალგაზრდა ადვოკატები“, „სამოქალაქო ჩართულობის ცენტრი“, „პოზიცია“ და „ახალგაზრდული ცენტრი – ჩვენი თაობა 1921“, სპეციალურ პრესკონფერენციას  გამართავენ და პარლამენტარების მიერ საპატიო მიზეზით სხდომის გაცდენის ფაქტებზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილის განცხადებას გამოეხმაურებიან. მისამართი: კ. მარჯანიშვილის 16, კორ.4, ბ. 2ა

 

15:00 – სასტუმრო „Holiday Inn“-ში თბილისის მერი დავით ნარმანია გახსნის რეგიონული კონფერენციას, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ყველა თვითმმართველი ქალაქის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურების წარმომადგენლები.

 

20:00 – Tbilisi Newcomers 2015-ის ლაივი “ჰუალინგი. თბილისის ზღვის ახალი ქალაქის” ტერიტორიაზე. შოუზე დასახელდება 2015 წლის 2 საუკეთესო Newcomer-ი, რომლებიც დაუკრავენ Tbilisi Open Air 2015-ზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი