ახალი ამბები

გოგი თოფაძე და ზურაბ ტყემალაძე პარლამენტში გიგლა აგულაშვილს დაუპირისპირდნენ

20 მაისი, 2015 • • 1460
გოგი თოფაძე და ზურაბ ტყემალაძე პარლამენტში გიგლა აგულაშვილს დაუპირისპირდნენ

მრეწველები აგულაშილის წინამორბედის, ელგუჯა ხოკრიშვილის მიერ გამოცემული 198-ე ბრძანების შეჩერებას ითხოვენ, რომლის მიხედვითაც საქართველოში გენმოდიფიცირებული სოიოს შემოტანა მოხდება. გიგლა აგულაშილმა განაცხადა, რომ ეს ბრძანება უკანონო არ არის:


“ვერ ვიტყვი, რომ ეს ბრძანება უკანონოა, მაგრამ თუკი ფიქრობთ, რომ რისკები არსებობს, მზად ვარ ერთად ვიმუშაოთ. მე რომ მეჩხუბბებით ამ ბრძანების გამო, ვერ გავიგე, რა გინდათ. ჩვენ დავუშვით იმის შემოტანის უფლება ბაზარზე, რისი უფლებაც მოგვცა ევროკავშირმა”, – თქვა აგულაშვილმა.


აგულაშვილის განმარტებით, თუ რომელიმე ბიზნესმენს გაუჩნდება სურვილი, რომ ბაზარზე შემოიტანოს ცოცხალი გენმოდიფიცირებული სოიოს პროდუქტი, მან უნდა მიმართოს გარემოს დაცვის სამინისტროს და ეს საკითხი სპეცილაური ბრძანებით და კანონით რეგულირდება.


ფრაქცია მრეწველების წევრებმა ეჭვქვეშ დააყენეს გარემოს დაცის სამინისტროს, როგორ უწყების არსებობის საკითხი:


“18 წელია ამ სამინისტროსთან შეხლა-შემოხლა მაქვს. ხომ არ დადგა დრო, ამ სამინისტროს სახელწოდება შევცვალოთ. საერთოდ საეჭვოა ამ სამინისტროს ფუნქცია. ჩვენ, ფრაქცია მრეწველები გენმოდიფიცირებული პროდუქციის იმპორტის წინააღმდეგი ვართ”, – განაცხადა ზურაბ ტყემალაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი