ახალი ამბები

სააკაშვილი: ივანიშვილის საქართველო არის გაბანძებული, ჩვენი საქართველო კი არის ამაყი

15 ნოემბერი, 2014 • • 1159
სააკაშვილი: ივანიშვილის საქართველო არის გაბანძებული, ჩვენი საქართველო კი არის ამაყი

“ერთი მხრივ, არის ღირსეული საქართველო და მეორე მხრივ, მიჯირყვნილი საქართველო. ერთი მხრივ, არის საქართველო, რომელიც მიუხედავად დიდი წინააღმდეგობისა, მაინც იბრძვის საკუთარი ღირსებისთვის, მას [ივანიშვილს] უნდა მეორე საქართველო, რომელიც დათვს ბაბაიას ეძახის და მორჩილად მიყვება ბუნაგში. ერთი მხრივ, არის საქართველო, რომელიც მთელი მსოფლიოს გასაგონად საუბრობს ოკუპაციაზე, მეორე მხრივ, მათ უნდათ საქართველო, რომელსაც არ სჯერა, რომ რუსეთს დამპყრობლის გეგმები აქვს. ერთი მხრივ, არის საქართველო, რომელიც ევროპის გზით მიდის, ხოლო მეორე მხრივ, არის საქართველო, რომელიც იმას, თუ რა გზით უნდა იაროს, კარასინს უთანხმებს უთავმოყვარეოდ. ამ ორ მოდელს შორის განსხვავება ჩვენ უკვე საკმარისად დავინახეთ ამ ორი წლის განმავლობაში. ერთი მხრივ, არის საქართველო, რომელიც რუსეთის მიერაა ოკუპირებული და მეორე მხრივ, არის საქართველო, რომელშიც ამბობენ, რომ სეპარატისტები თვითგამორკვევისთვის იბრძვიანო. ერთი მხრივ არის საქართველო, რომელიც მიისწრაფვის იკითქკენ, რომ ცივილიზებლი სამყარო პარტნიორად თვლიდეს, ხოლო მეორე მხრივ, არის საქართველოს მთავრობა, რომელიც ჩვენს მეგობრებს ლანძღავს. ივანიშვილის ოცნებაში არსებობს საქართველო, რომელიც ერთი პროვინციელი დიქტატორის ოცნებაზეა მორგებული, ივანიშვილის ოცნებაში საქართველო პატარა უმნიშვნელო სოფელი უნდა იყოს, რომელსაც რეგიონალური ამბიციები არ უნდა გააჩნდეს. ის საქართველო კი, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, პატარაა, მაგრამ თავისი მნიშვნელობით ძალიან დიდია. ივანიშვილის საქართველო არის ჩუმად, ჩვენი საქართველო კი ხმაურობს, ისე როგორც დღეს ხმაურობს რუსთაველი, თბილისი. ივანიშვილის საქართველო მარტოა, ჩვენ საქართველოს მეგობართა დიდი არმია ჰყავს. ივანიშვილის საქართველო არის დაჩმორებული და გაბანძებული, ჩვენი საქართველო კი არის ის, რაც ყოველთვის იყო ამაყი, ღირსეული და განსაკუთრებული ქვეყანა’, – განაცხადა სააკაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი