ეკონომიკა

საქართველოს ბანკმა 35 მლნ აშშ დოლარის ფინანსური რესურსი მოიზიდა

24 ოქტომბერი, 2014 • • 1082
საქართველოს ბანკმა 35 მლნ აშშ დოლარის ფინანსური რესურსი მოიზიდა

სესხის ვადა შეადგენს 5 წელს და განკუთვნილია მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტებისთვის

 

„საქართველოს ბანკსა და მისი დიდი ხნის პარტნიორს, DEG–ს შორის დღეს გაფორმებული ხელშეკრულება ხაზს უსვამს საქარველოს ბანკის მხრიდან მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას საქართველოში. ხსენებული ფინანსური რესურსი შესაძლებლობას მოგვცემს გავზარდოთ დაფინანსებაზე წვდომა ჩვენი კლიენტებისთვის მცირე და საშუალო ბიზნესის სფეროში და კიდევ უფრო გავზარდოთ ბანკის კონკურენტულობა მოცემულ სექტორში, -“ განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი გილაურმა.

 

საქართველოს ბანკი  და DEG–ს შორის პარტნიორობა  თხუთმეტ წელს ითვლის.  DEG–ს უფროსმა დირექტორმა აზიასა და ევროპაში ინგრიდ ვან ვეესის განცხადებით, აღნიშნული სესხი მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტებაზე დაიხარჯება: 

 

“მოხარული ვართ, გამოვყოთ კიდევ ერთი გრძელვადიანი დაფინანსება ჩვენი დიდი ხნის პარტნიორისთვის, რომელიც განკუთვნილია ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელი კლიენტებისთვის. ამრიგად, ჩვენ ჩვენი წვლილი შეგვაქვს საქართველოს ფინანსური სექტორის გაძლიერებაში და ქვეყანაში სამუშაო ადგილების შექმნასა და შენარჩუნებაში.“

 

საქართველოს ბანკის  მთლიანი აქტივების საბაზრო წილი 32.8%-ია, მთლიანი სესხების საბაზრო წილი- 31.6%, კლიენტთა დეპოზიტების საბაზრო წილი კი, 29.0%. 

 

DEG  KfW–ის შვილობილია, რომელიც ერთ–ერთი უმსხვილესი განვითარების ფინანსური ინსტიტუტია ევროპაში. 50 წელზე მეტია, DEG ახდენს კერძო კომპანიების ინვესტიციების დაფინანსებასა და სტრუქტურირებას, განვითარებადი და აღმოცენებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი