ახალი ამბები

თბილისში წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესია გაძარცვეს

14 ოქტომბერი, 2014 • • 1332
თბილისში წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესია გაძარცვეს

როგორც ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა სამინისტროსი განუცხადეს, დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ქურდობა).

 

“მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, ამ ეტაპზე მეტს ვერაფერს გეტყვით”, – უთხრეს ნეტგაზეთს შსს-ში.

 

ეკლესიის წინამძღვარი ისე ნეტგაზეთთან საუბარში აცხადებს, რომ უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში ეკლესია უკვე დაახლოებით მეოთხედ გაძარცვეს, თუმცა წუხელ არა მხოლოდ ძარცვას, არამედ ვანდალურ აქტს ჰქონდა ადგილი:


“ეს არ არის ის, რომ ვიღაც შევიდა და რაღაც მოიპარა. კარები შეანგრიეს და ისე შევიდნენ. ეკლესია არის დარბეული, ნივთები დახეული… ენით ვერ გადმოგცემთ აქ რა ხდება, ეს უნდა ნახოთ. ხატები ძირს დაყარეს…”, – ამბობს მღვდელი და დასძენს, რომ ამ დროისთვის ეკლესიაში კრიმინალისტები მუშაობენ და ზუსტად იმის თქმა, რა ნივთებია მოპარული, რთულია. თუმცა, მღვდელის თქმით, მისი ინფორმაციით შესაწირის ყუთებია მოპარული.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი