ახალი ამბები

გირგვლიანის საქმეზე სასამართლო დასკვნით ნაწილზე გადავიდა

24 სექტემბერი, 2014 • • 921
გირგვლიანის საქმეზე სასამართლო დასკვნით ნაწილზე გადავიდა

სასამართლოს სხდომის გადადების მიზეზი იყო დაცვის მხარის ადვოკატის, გოგიტა გაბაიძის არდასწრება, რომელმაც სასამართლოს მიმართა თხოვნით, რომ სასამართლოს ვერ დაესწრებოდა, რადგან მას მამიდაშვილი გარდაეცვალა.

 

პროკურორ ირაკლი ნადარეიშვილის თქმით, სასამართლო გადავიდა იმ ეტაპზე, როდესაც ბრალდების მხარე საბრალდებო დასკვნას წაიკითხავს:

 

აღნიშნულ საქმეზე სასამართლომ დაასრულა მტკიცებულებების გამოკვლევა. გამოკვლეული იქნა ბრალდების მხარის 80-ზე მეტი მოწმის ჩვენება. გამოკვლეული იქნა დაზარალებულთა ჩვენები, ექსპერტიზის დასკვნები, ის ვიდეომასალა, რაც წარდგენილი იქნა სასამართლოზე. სასამართლო გადავიდა იმ ეტაპზე, რომ ბრალდება მზად არის წარადგინოს თავისი დასკვნითი სიტყვა, სადაც იქნება ერთობლივი ანალიზი მტკიცებულებებისა იმ დანაშაულის შესახებ,” – განაცხადა პროკურორმა ირაკლი ნადარეიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი