ახალი ამბები

ბათუმში ასლან აბაშიძის შვილი, გიორგი აბაშიძე დააკავეს

12 სექტემბერი, 2014 • 3510
ბათუმში ასლან აბაშიძის შვილი, გიორგი აბაშიძე დააკავეს

 

გიორგი აბაშიძე
გიორგი აბაშიძე

როგორც “ბათუმელებისთვის” გახდა ცნობილი, გიორგი აბაშიძე  პოლიციის მთავარ სამმართველოში გადაიყვანეს. “ბათუმელები” მის ადვოკატს, რამინ პაპიძეს ესაუბრა, რომელიც ამ წუთებში მთავარი სამმართველოს წინ იმყოფება. მისი თქმით, იგი 20 წუთზე მეტია ელოდება როდის მისცემენ გიორგი აბაშიძესთან შეხვედრის საშუალებას.

 

ადვოკატი ამბობს, რომ მისთვის უცნობია, რა მიზეზით დააკავეს გიორგი აბაშიძე, ასევე არ იცის როდის ჩამოვიდა იგი ბათუმში: “ცოტა ხნის წინ დამიკავშირდნენ და მთხოვეს აქ მოსვლა” – ამბობს ადვოკატი. 

 

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლი – ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით უკანონოდ შეძენა ან შენახვა გასაღების მიზნის გარეშე, იწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 30 დღემდე ვადით. 

მასალების გადაბეჭდვის წესი