ახალი ამბები

ევროკავშირის ახალი სანქციები რუსეთის სახელმწიფო ნავთობკომპანიებს

9 სექტემბერი, 2014 • • 1025
ევროკავშირის ახალი სანქციები რუსეთის სახელმწიფო ნავთობკომპანიებს

ახალი ზომების გულისხმობს რუსეთის სახელმწიფო ნავთობკომპანიების მიმართ შეზღუდვების დაწესებას, რომლებიც ფულს ევროპულ ბაზარზე აგროვებენ. ახალი სანქციები ძალაში მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში შევა, თუმცა აქამდე ცნობილი იყო, რომ სანქციები ხუთშაბათს უნდა შესულიყო ძალაში.

 

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი ჰერმან ვან რომპეი ამბობს, რომ ახალი ზომები  აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის მიერ დესტაბილიზაციის კურსის შეცვლისკენაა მიმართული.  ევროკავშირი არ აკონკრეტებს,  როდის ამოქმედდება ახალი სანქციები, რათა გარკვეული დრო დაეთმოს ცეცხლის შეწყვეტის მიღებული გადაწყვეტილების განხორციელების შეფასებას. ეუთო, რომელიც ცეცხლის შეწყვეტის გარიგების შუამავალია, ამბობს, რომ შეთანხმება მყიფეა.

 

“ყველაფერი დამოკიდებულია სიტუაციაზე, ევროკავშირი მზადაა მთლიანად ან ნაწილობრივ გადახედოს შეთანხმებულ სანქციებს” – ამბობს ვან რომპეი.

 

რუსეთი კი დასავლეთის ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში პრორუსი ამბოხებულების დასახმარებლად ჯარს არ გზავნის.

ბიბისის ინფორმაციით, ახალი სანქციები გაზის სექტორს არ უკავშირდება, რაც შეეხება სახელმწიფო ნავთობკომპანიებს, ის შეეხება “როსნეფტს”, რომლის წინააღმდეგაც აშშ-ს უკვე შემოღებული აქვს სანქციები.

რუსეთი კი, თავის მხრივ, საერთაშორისო ფრენებისთვის საჰაერო სივრცის ჩაკეტვით იმუქრება იმ შემთხვევაში, თუ ევროკავშირი ახალ ზომებს აამოქმედებს. დიპლომატები აცხადებენ, რომ ახალი სანქციები რუსეთის ნავთობკომპანიებს- როსნეფტს, ტრანსნეფტს და ნავთობთან დაკავშირებულ მონოპოლისტს “გაზპრომს” შეეხება. სანქციების მიხედვით, ამ კომპანიების ხელმისაწვდომობა ფინანსურ ბაზარზე შეიზღუდბა, რაც განსაკუთრებულად სერიოზული საკითხია როსნეფტისთვის, რომელმაც წინა თვეში ხელისუფლებას 42 მილიარდის ოდენობის სესხი თხოვა.

 

უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს განცხადებით პრორუსმა ამბოხებულებმა 1 200 პატიმარი გაათავისუფლეს. პარასკევს გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილება პატიმრების გაცვლასაც ითვალისწინებს. პეტრო პოროშენკო მარიუპოლში იმყოფებოდა, მისი ვიზიტი ამბოხებულების სროლის ფონზე მიმდინარეობდა. მარიუპოლი ბოლო ქალაქია დონეცკის რეგიონში, რომელსაც უკრაინის მთავრობის მიერ კონტროლდება და რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულს უკავშირდება.  აღმოსავლეთ უკრაინაში აპრილში დაწყებული ბრძოლის შედეგად 2 600 ადამიანი დაიღუპა.

მასალების გადაბეჭდვის წესი