ახალი ამბები

შსს-მ ქურდობის საქმეზე ორი ჯგუფი დააკავა

28 ნოემბერი, 2012 • 4304
შსს-მ ქურდობის საქმეზე ორი ჯგუფი დააკავა

“შინაგან  საქმეთა  სამინისტროს სამცხე- ჯავახეთის სამხარეოს  მთავარი სამმართველოს ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე,   ბორჯომის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ დაკავებულია  ხუთკაციანი ჯგუფი, რომლებმაც 25 ნოემბერს  ბორჯომში   სწრაფი   ჩარიცხვის  აპარატები  გაქურდეს.”

 

როგორც პოლიცია აცხადებს, დაკავებისას მათ გორში სწრაფი ჩარიცხვის აპარატების გაქურდვის ფაქტებიც აღიარეს.

 

საქმე აღძრულია  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის  მესამე ნაწილით,  რაც ითვალისწინებს 4-დან 7 წლამდე  თავისუფლების აღკვეთას. 

 

რაც შეეხება მეორე დანაშაულებრივ საქმეს, მომხდარზე მიმდინარეობს ძიება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის I  ნაწილით. 

 

შსს-ს ინფორმაციით, თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა  ილია მ.  დააკავეს, რომელმაც ბენზინგასამართ სადგურ „რომპეტროლიდან” 450 ლიტრი საწვავი მოიპარა.

 

“მოპარული ბენზინი მას 20- ლიტრიანი პლასტმასის ავზებით საკუთარი ავტომობილით  გადაჰქონდა.  მასთან ერთად დაკავებული არიან- მისი სიძე,”რომპეტროლის”  ბაზის ტერიტორიაზე მომუშავე  კერძო დაცვის სამსახურ „მაგისტრის” თანამშრომელი ალეკო ჭ.  და მისი მეწყვილე, ამავე სამსახურის თანამშრომელი, ვასილ დ. მათ 2012 წლის 26 ნოემბერს, ღამის საათებში,  კომპანიის ბაზის შიდა ტერიტორიაზე მოქმედი სამეთვალყურეო ვიდეოკამერების სისტემა წინასწარი  შეთანხმებით, ჯგუფურად, დროებით გათიშეს, საწვავის გამტარი მილებიდან პლასტმასის ავზები ბენზინით აავსეს, ბაზის ტერიტორიის გარეთ გაიტანეს და ილია მ.-ს ავტომანქანაში მოათავსეს,”- აცხადებენ პოლიციაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი