ახალი ამბები

ვახტანგ ხმალაძე: ქვეყნის კონსტიტუცია უნდა შეიცვალოს

7 სექტემბერი, 2012 • • 1543
ვახტანგ ხმალაძე: ქვეყნის კონსტიტუცია უნდა შეიცვალოს

ამომრჩევლებთან შეხვედრის პარალელურად დეპუტატობის კანდიდატის მხარდამჭერი აქცია “ქართული ოცნების” ახალგაზრდულმა ფრთამ გამართა.

ვახტანგ ხმალაძის განცხადებით, თუ თბილისის დიდუბის რაიონის მოსახლეობა მას აირჩევს, შეეცდება, რომ საქართველოს კონსტიტუციაში ისეთი ცვლილებები განახორციელოს, რომელიც, არც ერთ ხელისუფალს ერთპიროვნული მმართველობის საშუალებას არ მისცემს:

“ჩვენთან პირველ რიგში მოუწესრიგებელია სახელმწიფოს საფუძვლები. უნდა შეიცვალოს კონსტიტუცია, რომ ქვეყანაში ერთპიროვნული მმართველობა ვერ დამყარდეს. სრულიად აუცილებელია, სამართლიანი სასამართლოს არსებობა, რათა არ იყოს ქვეყანაში შერჩევითი სამართალი”.

  ხმალაძის თქმით, ქვეყანაში უამრავი პრობლეამ არის გადასაწყვეთი, რაც მხოლოდ დემოკრატიული ხელისუფლების პირობებშია შესაძლებელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი