პროექტი, რომლის განხორციელებაზეც „საქართველოს რკინიგზამ“ დაახლოებით 200 მილიონი ლარი დახარჯა, კომპანიის ახალი მენეჯმენტის მიერ დაქირავებულმა გერმანულმა საკონსულტაციო ჯგუფმა დაიწუნა.
პარლამენტის აგრარული კომიტეტის მიერ მომზადებული კანონპროექტი „სასოფლო–სამეურნეო კოოპერატივების შესახებ“, რომელიც წვრილი და საშუალო ფერმერების ერთი ქოლგის ქვეშ გაერთანებას გულისხმობს, პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით გავიდა.
„ტურიზმის განვითარების კუთხით რუსეთის ბაზარი ჩვენთვის მნიშვნელოვანია“ – ეს განცხადება საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი სიგუამ სასტუმრო „რედისონში“ რუსეთის წამყვანი მედიასაშუალებების წარმომდგენლებთთან შეხვედრისას გააკეთა.
11 ივნისიდან იმპორტირებული და ადგილობრივი კვერცხის მარკირება სავალდებულო ხდება.
„კორპორაცია ქინძმარაულის“ მფლობელმა თამაზ კონჭოშვილმა „ყვარლის ტბა“ დაიბრუნა. მოლაპარაკებები ამ საკითხზე სამ თვეს გრძელდებოდა.
ინტერვიუ საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ დავით ნარმანიასთან:
ნავთობპროდუქტების სადისტრიბუციო კომპანია "გალფის" მსხვილი აქციონერი დავით იაკობაშვილი, კომპანიის ყოფილ მფლობელს და ექს თავდაცვის მინისტრს დავით კეზერაშვილს ემიჯნება.
ავეჯის სავაჭრო ცენტრ "საბას" მოვაჭრეებმა მთავრობის სარეზერვო ფონდიდან დახმარების მიღებაზე უარი მიიღეს.
კახეთში, გურჯაანის რაიონის სოფლებში მომხდარი სტიქიიდან ორი კვირის შემდეგ, ცნობილია, რომ სეტყვამ 2450 ჰექტარი სახნავ–სათესი სავარგული გაანადგურა.
სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდაჭერა ერთ-ერთი ყველაზე პრიორეტული მიმართულება იქნება 2014-20 წლებში საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის კუთხით. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის, ალექსი პეტრიაშვილის განცხადებით, ევროკავშირისგან საქართველომ უკვე მიიღო 40 მილიონი ევროს მოცულობის დახმარების პაკეტი, რომელიც მთლიანად სოფლის მეურნეობის განვითარებას მოხმარდება.
კომენტარი
ელ-მთავრობის შესახებ
უკან – შიშია !
თამარ კორძაია: "ეს ცვლილებები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისთვის"