ახალი ამბები

სოფელ აკურაში სტალინის ძეგლი იმ პირებმა მოხსნეს, რომლებმაც დადგეს

11 მაისი, 2015 • • 1334
სოფელ აკურაში სტალინის ძეგლი იმ პირებმა მოხსნეს, რომლებმაც დადგეს

“რატომ არის დანაშაული, ამან რაც კარგი გააკეთა, რა გააკეთა ცუდი, რა გააკეთა? მე კი პატარა ვიყავი, მაგრამ რომ გავიზარდე, ხომ მახსოვს ხალხის ნათქვამი? საიდან უნდა მოიტანონ, რომ დაემტვრიათ ეს? ვინ დააბრუნებდა ამ დამტვრეულს? ხელახლა გააკეთებდნენ და მოიტანდნენ?”, – უთხრა “რუსთავი 2”-ს სოფელ აკურის მცხოვრებმა ნაირა დათუნაშვილმა.

 

თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ალექსანდრე შათირიშვილმა “რუსთავი 2”-თან საუბრისას განაცხადა, რომ ძეგლი  თავად მცხოვრებლებმა კანონდარღვევის გამო მოხსნეს.

 

“მთელი სოფლის აზრი არ არის ეს, მაგრამ ის რამდენიმე ათეული კაცი იყო. დაილაპარაკეს, აუხსნეს მათ, რომ ეს იყო კანონდარღვევა, მაინც მოხდებოდა აღნიშნული ბიუსტის დემონტაჟი და შეიძლება მათზე აღძრულიყო სისხლის სმაართლის საქმე. არ ვიცი, კანონმდებლობა რამდენად ითვალისწინებს ამაზე პასუხისმგებლობას, მაგრამ რაღაც ჯარიმა, რამდენადაც ვიცი, არის. ამიტომ მოახდინეს თავიანთი ძალებით აღნიშნული ბიუსტის დემონტაჟი”, – განაცხადა ალექსანდრე შათირიშვილმა, თელავის მუნიციალიტეტის გამგებელმა.

სტალინი
სტალინი

მასალების გადაბეჭდვის წესი