ახალი ამბები

შსს–ს 3 თანამშრომელი მარიხუანას მოხმარების გამო სამსახურიდან დაითხოვეს

18 თებერვალი, 2015 • 1345
შსს–ს 3 თანამშრომელი მარიხუანას მოხმარების გამო სამსახურიდან დაითხოვეს

შსს–ს განცხადებით, დააკავეს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის N5 სამმართველოს N7 სექტორის სპეციალისტი (მესაზღვრე) შ.ლ, შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გურიის მთავარი სამმართველოს პირველი სახაზო-საპატრულო განყოფილების პატრულ-ინსპექტორი – გ.დ. და შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს სახაზო-საპატრულო სამმართველოს პატრულ-ინსპექტორი რ.ო.

 

“გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა სამივე მათგანი საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის ნარკოლოგიური შემოწმების განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც მათ ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარების ფაქტი დაუდგინდათ,” – ნათქვამია განცხადებაში. 

 

შსს–ს განცხადებით, ისინი სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის შესაბამისად 500-500 ლარით დააჯარიმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი