ახალი ამბები

ჯაფარიძე: პრეზიდენტის და პრემიერის უცხოეთის ვიზიტები დებატების თემა არ უნდა იყოს

8 სექტემბერი, 2014 • • 1477
ჯაფარიძე: პრეზიდენტის და პრემიერის უცხოეთის ვიზიტები დებატების თემა არ უნდა იყოს

ამის შესახებ ჯაფარიძემ ჟურნალისტებს გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს სამთავრობო დელეგაციის დადგეგმილი ვიზიტის შეფასებისას გააკეთა:   

 

“რა თქმა უნდა, კანონმდებლობა უნდა არეგულირებდეს და უნდა იყოს შიდა მოლაპარაკება სახელისუფლო შტოს შორის და მათთან შეთანხმებით უნდა გადაწყდეს, ვინ წავა და სად წავა. ეს არ არის პირველი შემთხვეა, ასე ხდებოდა ყოველთვის. ბატონი ზვიად გამსახურდია არ დადიოდა საზღვარგარეთ. ბატონი შევარდნაძის ხელისუფლებაში ყოფნის დროს ხდებოდა საკითხის შეთანხმება. ეს ხდებოდა კულუარებში და არ იყო საჯარო დებატების საგანი. საკითხი გვარდებოდა საჯარო განცხადებების გარეშე.”

 

თედო ჯაფარიძის განცხადებით, ის უცხოეთის ვიზიტების დაგეგმვის საკითხებში არ მონაწილეობს:”მე არ ვიღებ ამაში მონაწილეობას, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ბატონი პრემიერი და პრეზიდენტი ერთმანეთს შეხვდებიან და ეს საკითხი დარეგულირდება.”  

 

ორშაბათის ტრადიციულ პრესკონფერენციაზე საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა განცხადა, რომ თუ გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე საქართველო ორი უმაღლესი დელეგაციით იქნება წარმოდგენილი, ეს ძალიან სერიოზული დამაზიანებელი ფაქტორი იქნება ჩვენი ქვეყნის საგარეო იმიჯისთვის. 

 

“მიგვაჩნია, რომ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს დელეგაცია უნდა იყოს წარმოდგენილი ერთი დელეგაციით. არ არის არც ერთი პრეცედენტი გაეროს გენერალური ასამბლეის ისტორიაში, როდესაც ერთი ქვეყნის ორი უმაღლესი ლიდერი ყოფილიყო წარმოდგენილი. მთავრობამ იმსჯელა და რადგან ახალი კონსტიტუციით პრემიერი არის საგარეო ურთიერთობების აღმასრულებელი, გადაწყდა, რომ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დელეგაციას პრემიერ-მინისტრი უხელმძღვანელებს”, – განაცხადა დავით ზალკალიანმა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი