ახალი ამბები

სერგეენკო: საყოველთაო ჯანდაცვის მიზანმიმართული დისკრედიტაცია ხდება

6 მაისი, 2015 • • 1112
სერგეენკო: საყოველთაო ჯანდაცვის მიზანმიმართული დისკრედიტაცია ხდება

“ბოლო დროს ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჯანდაცვის სამინისტრო საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში არ რიცხავს თანხებს დროულად, აქვს დიდი დაგვიანებები და ამიტომ კლინიკებს ექმნებათ პრობლემები. დადასტურებულად შემიძლია გითხრათ და წარმოგიდგენთ, კლინიკების მიხედვით რა თანხები გვაქვს გადარიცხული და გიდასტურებთ, რომ არც ერთი დაგვიანება არ ყოფილა საყოველთაო ჯანდაცვის მოკლე, მაგრამ ეფექტური ისტორიის მანძილზე. არ მინდა ნაჩქარევი დასკვნები გამოვიტანო, თუმცა ამ სიტუაციის შემხედვარე ჩვეულებრივი ლოგიკით ეს არ აიხსნება, თუ რატომ არის ასეთი ინფორმაციის გავრცელება, მათ შორის აქ დამსწრე კლინიკის მენეჯმენტისაგან. ერთადერთი ის აზრი მომდის თავში, რომ მიზანმიმართული ქმედებები არის, რომლის ამოცანაცაა საყოველთაო ჯანდაცვის დისკრედიტაცია”,- განაცხადა სერგეენკომ გამართულ შეხვედრაზე.

 

დავით სერგეენკო კლინიკების ხელმძღვანელებს ჯანდაცვის სამინისტროში შეხვდა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი