ახალი ამბები

მოსკოვი: კარასინი-აბაშიძის ფორმატი პრაქტიკული საკითხების გადაჭრის საშუალებას იძლევა

27 თებერვალი, 2015 • • 1059
მოსკოვი: კარასინი-აბაშიძის ფორმატი პრაქტიკული საკითხების გადაჭრის საშუალებას იძლევა

“შეხვედრაზე დიალოგი გაგრძელდა რუსულ-ქართული ურთიერთობების ნორმალიზაციის იმ კონკრეტულ საკითხებზე, სადაც დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში პროგრესის მიღწევა შესაძლებელია. 

 

შეხვედრაზე მხარეებმა შეაჯამეს 2014 წელს ჩატარებული სამუშაოები. აღინიშნა პოზიტიური დინამიკა ორმხრივ საგარეო სავაჭრო ბრუნვაში. რუსეთი საქართველოს 3 ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორის რიგებშია. ამის ერთ-ერთი ფაქტორი იყო ის, რომ საქართველოში წარმოებული პროდუქციისათვის [მათ შორის ღვინო და სოფლის მეურნეობის პროდუქცია] რუსეთის ბაზარი გაიხსნა.


[2014 წელს] აგრძელებდნენ განვითარებას საქმიანი კავშირები, კონტაქტები ჰუმანიტარულ სფეროში, მათ შორის კულტურაში, სპორტში, მეცნიერებასა და რელიგიის სფეორებში.

 

მხარეებმა მოსაზრებები გაცვალეს ორმხრივი შეთანხმების რეალიზების მომზადებასთან დაკავშირებით, რომელიც საბაჟო ადმინისტრირების საკითხს უკავშირდება. გამოითქვა ამ სამუშაოს ახლო მომავალში დასრულების სურვილი.


მხარეები დარწმუნებული არიან, რომ მიუხედავად პრინციპულ პოლიტიკურ საკითხებზე არსებული აზრთა სხვადასხვაობისა, “პრაღის დიალოგების” სამუშაო ატმოსფერო იძლევა ორმხრივ ურთიერთობებში არსებული პრაქტიკული საკითხების გადაჭრის შესაძლებლობას.

 

კარასინმა და აბაშიძემ ასევე ხაზი გაუსვეს ჟენევის დისკუსიების დიდ მნიშვნელობას”, – ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კარასინსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელის, ზურა აბაშიძის შეხვედრა პრაღაში 26 თებერვალს გაიმართა.

მასალების გადაბეჭდვის წესი