ახალი ამბები

პეტიცია მოსკოვის გამზირისთვის ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელის დარქმევის მოთხოვნით

3 ნოემბერი, 2014 • 1169
პეტიცია მოსკოვის გამზირისთვის ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელის დარქმევის მოთხოვნით

“შეიცვალოს საბჭოთა კავშირთან და მტერ სახელმწიფოსთან დაკავშირებული დასახელებები, ხოლო საქართველოსთვის მოღვაწე პირებს მივაგოთ დამსახურებული პატივი,”– ნათქვამია პეტიციის ტექსტში.

 

პეტიცია ონლაინ–სივრცეში მას შემდეგ გაჩნდა, რაც საკრებულომ ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩას ბერი გაბრიელის გამზირი დაარქვა.

 

თბილისის საკრებულოს პრესსამსახურის გნაცხადებით, ქ.ჩოლოყაშვილისა და ბ.ხმელნიცკის ქუჩის ნაწილს, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით, სახელი რამდენიმე დღის წინ შეეცვალა და ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი ეწოდა. ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელი კი საბურთალოზე, იპოდრომთან მდებარე ერთ-ერთ უსახელო ქუჩას დაერქვა. რაც შეეხება ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზს, როგორც ნავთლუღის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზურაბ ნეფარიძემ განაცხადა, გამზირისათვის ბერი გაბრიელის სახელის მინიჭების თხოვნით მას 3 ათასზე მეტმა ადამინმა მიმართა.

 

ამ დროისთვის პეტიციას 200–მდე ხელმომწერი ჰყავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი