ახალი ამბები

იუსტიციის სამინისტროსთან ქალთა გახშირებული მკვლელობები გააპროტესტეს [ფოტო/ვიდეო]

17 ოქტომბერი, 2014 • • 1504
იუსტიციის სამინისტროსთან ქალთა გახშირებული მკვლელობები გააპროტესტეს [ფოტო/ვიდეო]

მონაწილეებმა აქციის გასამართად იუსტიციის სამინისტრო შეარჩიეს, რადგან მათი განცხადებით, მთავრობის ყველა წევრის მოვალეობაა, რომ გააცნობიეროს საკუთარი როლი ქალთა მკვლელობების აღმოსაფხვრელად.

 

აქცია, სახელწოდებით “მხოლოდ ცოლებს კლავენ!”, 18:30 საათზე დაიწყო და 50-მდე ადამიანი მივიდა. აქციის მონაწილემ, ირაკლი ვაჭარაძემ “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ ქალების მკვლელობები ერთეული შემთხვევა არ არის, ხოლო სახელწმიფოს არ აქვს ერთიანი მიდგომა მის წინააღმდეგ.

 

“არც ერთი ქალი არ არის დაცული სისტემური ძალადობისგან, რადგან სისტემურად არ გავქვს გაცნობიერებული, რომ საქართველოში ქალები არიან  მეორეხარსიხოვნად მიჩნეული.”

 

ირაკლი ვაჭარაძე ამბობს, რომ პოლიცია და სახელმწიფო ვერ მუშაობს ეფექტურად, რომ ქალები დაიცვას ძალადობისგან. მისი თქმით, ყველა ქალი არის პოტენციური მსხვერპლი, რომელიც საკუთარმა ოჯახის წევრმა შეიძლება მოკლას. მისი აზრით, ამ თემაზე საუბარი აუცილებელია.

 

აქციის კიდევ ერთი მონაწილე მარიამ ქაჯაია ამბობს, რომ საზოგადოებაში ხდება წახალისება ქალთა მიმართ ძალადობისა. მისი თქმით, მათ მაისში გამართეს აქცია იმავე მოთხოვნით, თუმცა მას შემდეგ არაფერი შეცვლილა ამ მიმართულებით, რადგან არ არის ერთიანი ხედვა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ.

 

აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც დღეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ინგლისური ენის ლექტორი მაკა წივწივაძე მოკლა ყოფილმა ქმარმა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ 2013 წლის ანგარიშის სტატისტიკის მიხედვით, ქვეყანაში მოსახლეობის 9% განიცდის სექსუალურ თუ სხვა ტიპის ძალადობას. 2013 წლის 10 თვის ოფიციალური მონაცემებით, ოჯახში ძალადობის 399 შემთხვევა არის დაფიქსირებული, რაც აღემატება 2012 წლის 10 თვის მაჩვენებელს – 316.

 

'მხოლოდ ცოლებს კლავენ!' – აქცია იუსტიციის სამინისტროსთან

‘მხოლოდ ცოლებს კლავენ!’ – აქცია იუსტიციის სამინისტროსთან

‘მხოლოდ ცოლებს კლავენ!’ – აქცია იუსტიციის სამინისტროსთან

მასალების გადაბეჭდვის წესი