ახალი ამბები

ნინა ხატისკაცი: თბილისის მერიიდან პოლიტიკური ნიშნით არავინ გაუთავისუფლებიათ

12 სექტემბერი, 2014 • • 2779
ნინა ხატისკაცი: თბილისის მერიიდან პოლიტიკური ნიშნით არავინ გაუთავისუფლებიათ

თბილისის მერის მოადგილე გამოეხმაურა განცხადებაში მოყვანილ ერთ–ერთ შემთხვევას, სადაც დიდუბის რაიონის სოციალური სამსახურის უფროსი, მაია რუხაძე ამბობს, რომ მას აიძულებდნენ სამსახურის დატოვებას იმ მიზეზით, რომ არ იყო “ქართული ოცნების” მხარდამჭერი.

 

ნინა ხატისკაცის თქმით, რუხაძის პროფესიონალიზმთან დაკავშირებით გამგებელს პრობლემა არ ჰქონდა, თუმცა მის საქმიანობაში გამოარკვიეს დეტალები, რომლებიც შესწავლას საჭიროებს:

 

“წლის მანძილზე არაერთჯერადად, რამდენჯერმე აფინანსებდა სტუდენტების სწავლის საფასურს. დიდუბის რაიონში ძალიან ბევრი ადამიანია, რომელიც დაფინანსებას მოითხოვს, ამიტომ, როდესაც ორჯერ ფინანსდებიან წლის განმავლობაში ადამიანები, ეს ეჭვს იწვევს. ამიტომ გადამოწმდა, რა თქმა უნდა, ეს ინფორმაცია და აღმოჩნდა, რომ ამ გაორებებში ადგილი ქონდა გამგეობის თანამშრომლების შვილების დაფინანსებას ამ თანხებით, შედარებით უფრო შეძლებული ოჯახის შვილების დაფინანსებას, – ამბობს ხატიკაცი.

 

ნინა ხატისკაცის თქმით, თავად მაია რუხაძის ორი შვილი, ორი გოგონა დაფინანსებული იყვნენ 2 წლის მანძილზე “საკმაოდ სოლიდური თანხებით”.

 

ნანა ხატიკაცი ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე თანამშრომლის მიმართ განხორციელდება ზეწოლა, მათ უნდა გაახმაურონ ამის შესახებ:

 

“რაც შეეხება იძულებას, რომ ისინი თუ არ დაწერენ დანცხადებებს, მათ შეექმნებათ პრობლემები, აქ მე მოვუწოდებდი ამ ადამიანებს, რომ თუ ისინი თავის თავში დარწმუნებული არიან, მსგავსი ზეწოლის შემთხვევაში, თუ არ აქვთ ამის საფუძველი, არ უნდა დაწერონ განცხადება და პირიქით, მოგვმართონ ჩვენ, რადგანაც ჩვენ შიგნითაც მოვიკვლიოთ ეს ინფორმაცია,“ – ამბობს ნინა ხატისკაცი.

 

ხატისკაცის თქმით, თბილისის მერია აპირებს გაასაჯაროოს 2014 წლიდან დღემდე მერიისა და მის სტრუქტურაში შემავალი სამსახურებიდან გათავისუფლებულ პირთა სია, რასაც მერიას არასამთავრობო ორგანიზაციებიც მოუწოდებდნენ

მასალების გადაბეჭდვის წესი