ახალი ამბები

ნაციონალური მოძრაობა ჭიკაიძის გადაყენებას მოითხოვს

3 სექტემბერი, 2014 • • 1067
ნაციონალური მოძრაობა ჭიკაიძის გადაყენებას მოითხოვს

ირმა ნადირაშვილსი თქმით, ბოლო პერიოდში გახშირებული მკვლელობების ფონზე მათი მოთხოვნა სრულიად ადეკვატურია:

 

“ადიგენში მამაკაცმა  “ვინჩესტერით” მოკლა 22, 24 და 26 წლის ადამიანები, იმავე დღეს კახეთში 36 წლის ახალგაზრდა მოკლეს, ამას მოყვა სპეცნაზელების დაჭრა ლილოში, ასევე დიჯეი ავლაბარში, საკუთარი სამსახურის წინ გამოასალმეს სიცოცხლეს, გუშინ თბილისში ორი ადამიანი მოკლეს. სიტუაცია აბსოლუტურად საგანგაშოა, ქვეყანაში არის მდგომარეობა ისეთი, რომ ოჯახის წევრის გარეთ გასვლა გეშინია, რადგან არ იცი, ცოცხალი დაბრუდნება თუ არა. “

 

ნადირაშვილის აზრით, მინისტრად ისეთი პირი მაინც უნდა დანიშნონ, რომელმაც წერა–კითხვა იცის და ადეკვატურია:

 

“ბიძინა ივანიშვილმა ვალდებულება თავიდანვე  აიღო კრიმინალური სამყაროს წინაშე ხელისუფლებაში მოსასვლელად, მან ეკა ბესელიას უფლება მისცა ძალიან უპასუხისმგებლო ამნისტიის განხორციელების. დღეს გვაქვს სიტუაცია, როდესაც ქვეყანას მართავს არასერიოზული და მასხარად ქცეული შს მინისტრი, რომლის ერთადერთი ღირსება ის არის, რომ მამამისი იყო ჰაკიმფაშას სიმამრის ნათესავი. “ნაციონალური მოძრაობის” სახელით ვაცხადებ, რომ აუცილებლად, სასწრაფოდ უნდა გაათავისუფლოს პრემიერ–მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძე. ცხადია, ჭიკაიძე ამ ქვეყნის უბედურება არ არის, უბედურება ღარიბაშვილი და ივანიშვილია, მაგრამ მოვითხოვ, რომ ისეთი ბუტაფორიები მაინც დანიშნონ მინისტრად, ვინც წერა კითხვა მაინც იცის და ადეკვატურია”.

მასალების გადაბეჭდვის წესი