ახალი ამბები

პარლამენტმა GNCC–ს საქმიანობის შემსწავლელი კომისიის დადგენილება დაამტკიცა

7 მარტი, 2014 • • 1197
პარლამენტმა GNCC–ს საქმიანობის შემსწავლელი კომისიის დადგენილება დაამტკიცა

საგამოძიები კომისია მიიჩნევს, რომ  კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის მხრიდან წლების მანძილზე ხდებოდა:



  1. საქართველოს კონსტიტუციის 30–ე მუხლით დაცული თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებისათვის ხელშეწყობის მოთხოვნის დარღვევა.
  2. საქართველოს კონსტიტუციითა  და კანონმდებლობით დაცული მომხმარებელთა  უფლებების უხეში დარღვევა და იგნორირება.
  3. საქართველოს  კონსტიტუციით დაცული ცალკეული პირების მიერ მასობრივი ინფორმაციის ან მისი გავრცელების საშუალებათა მონოპოლიზაციის უფლების აკრძალვის, შესაბამისად, მაუწყებლის  კანონმდებლობით კონცენტრაციად წოდებული აკრძალვის უგულებელყოფა.
  4. რეგულირებას დაქვემდებარებული პირების  ამორჩევა და კანონის  დისკრიმინაციულად გავრცელება.
  5. კანონით დაკისრებული მოვალეობების არჯეროვანი შესრულება, ხოლო ხშირ  შემთხევაში- უგულებელყოფა.
  6. უფლებამოსილების გადამეტება და რეგულირების ფუნქციის განხორციელება კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებზე.
  7. რეგულირებას დაქვემდებარებული პირების არათანაბარ პირობებში ჩაყენება და კანონით გათავლისწინებული  პირობებისა და მოთხოვნების ერთპიროვნული ცვლილებები, რაც კომპანიებისთვის  განსხვავებულ  პირობებს ქმნიდა.

 

 

გარდა ამისა, ამავე დასკვნის თანახმად, კანონიერების აღდგენა აუცილებელია:

  1. პორტაბელობის საკითხზე, რათა ქვეყანაში მოქმედი სისტემა იყოს სამართლიანი და კერძო კომპანიებისათვის დაკისრებული გადასახადი დაეფუძნოს რეალური ხარჯების პრინციპებს.
  2. დაუყოვნებლივ განხორციელდეს  მოსახლეობისთვის ინტერნეტის მიწოდების მონიტორინგი და კომისიამ გაატაროს  ყველა ღონისძიება სიჩქარის გაზომვის და მომხმარებლის ინტერესების დაცვისათვის.
  3. დაუყოვნებლივ  დაუბრუნდეს მარეგულირებელი კომისია ტელეკომპანია ,,ობიექტივისათვის” უკანონოდ ჩამორთმეული სიხშირის საკითხს და უმოკლეს ვადაში გადაწყვიტოს  მათთვის კუთვნილი სიხშირის დაბრუნების პრობლემა
  4. დაუყოვნებლივ დაიწყოს წარმოება რეგიონული მაუწყებლების, სამეგრელო ზემო სვანეთის  ტელეკომპანია ,,სამეგრელოს“ ,,სპექტრისა“ და ,,თვალის „ მიერ კანონმდებლობის დარღვევის ფაქტზე.

 

აღნიშნული კომისიის თავმჯდომარე თინა ხიდაშელი აცხადებს, რომ კომისიის მასალებს პროკურატურას გადაუგზავნიან. მისივე მოსაზრებით, უნდა დადგეს კომისიის წევრების პასუხისმგებლობის საკითხი:

 

“ჩემი აზრით, უნდა დადგეს კომისიის პრაქტიკულად ყველა წევრის პასუხისმგებლობის საკითხი, რამდენიმე გამონაკლისის გარდა. მათ შორის ერთ-ერთი არის, რომელსაც მუდმივად უმალავდნენ ინფორმაციას, რომელსაც ხანდახან სხდომებზეც არ ასწრებდნენ ხოლმე და რომლის ერთადერთი დანაშაული ის იყო, რომ ნათია ლაზაშვილის ქმარი იყო, თორემ სხვა შემთხვევაში მასთან პრობლემა არ იყო. ასევე, ჩვენ ვითხოვთ, რომ იმ შემთხვევებში, სადაც მდგომარეობის გამოსწორება შესაძლებელია, გამოასწორონ.”

 

ხიდაშელის თქმით, დასკვნა კომისიამ დაამტკიცა და ის მზად 2013 წლის 1 ნოემბერს იყო მზად.

 

 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი