ახალი ამბები

ივანიაძემ პროკურატურა დატოვა

23 ივლისი, 2013 • 1356
ივანიაძემ პროკურატურა დატოვა

ამის შესახებ ნეტგაზეთს, საიას იურისტმა და ივანიაძის ადვოკატმა, მაია ხუციშვილმა განუცხადა. 

 

მისი თქმით, პროკურატურაში, სადაც ისინი 11 საათიდან იმყოფებოდნენ, მხოლოდ ივანიაძის ხელნაწერის ნიმუში აიღეს და სხვა პროცედურები არ მიმდინარეობდა. აღნიშნული პროცესი დაახლოებით, 2 საათის განმავლობაში გაგრძელდა. ადვოკატის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ხელნაწერის შემოწმების მიზნით, სამ გვერდზე დაწერილი ტექსტი გადააწერინეს. 

 

“სხვა ამ ეტაპზე ჯერ ვერაფერს ვიტყვი”, -განაცხადა ხუციშვილმა. 

 

შპს “მექანიზატორის” დირექტორის მოადგილე მამუკა ივანიაძე 2013 წლის 1 მაისს “ტრაქტორების საქმეზე” დააკავეს და 2 ივლისს 10 ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. 11 ივლისს მან პრესკონფერენცია გამართა, სადაც განაცხადა, რომ მან გამოძიებას ჩვენება სამართალდამცავების მიერ განხორციელებული ზეწოლის შედეგად მისცა.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი