ახალი ამბები

დიღომში “საქართველოს ბანკის” ფილიალი გაძარცვეს

5 ივლისი, 2013 • 2509
დიღომში “საქართველოს ბანკის” ფილიალი გაძარცვეს

ბანკის სერვისცენტრში თავდამსხმელი შეიჭრა და მოლარეს მუქარის საფუძველზე ფული გამოსძალა.

როგორც საქართველოს ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, სოფო ბალავაძე აცხადებს, ბანკში მხოლოდ ერთი პირი შეიჭრა, რომელსაც სახე დაფარული ჰქონდა და შეიარაღებული იყო ცეცხლსასროლი იარაღით. მისივე თქმით, თავდასხმის დროს არავინ დაშავებულა. ჯერჯერობით არ არის ცნობილი, თუ რა რაოდენობის თანხა წაიღო თავდამსხმელმა, თუმცა, სოფო ბალავაძის თქმით, ზარალი უმნიშვნელოა.

 

“სამართალდამცავები ადგილზე დროულად მივიდნენ და ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო. საქართველოს ბანკში ინერგება სრულიად ახალი უსაფრთხოების სისტემა, რომელიც სამართალდამცავებს ხელს შეუწყობს დანაშაულის ცხელ კვალზე გახსნაში”, – განაცხადა სოფო ბალავაძემ “რუსთავი 2”–თან საუბრისას.

მასალების გადაბეჭდვის წესი