ახალი ამბები

დაკავებულია კუდ-ის ხაშურის განყოფილების ყოფილი უფროსი

19 ივნისი, 2013 • 1375
დაკავებულია კუდ-ის ხაშურის განყოფილების ყოფილი უფროსი

შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის წარმოებაშია სისხლის სამართლის საქმე, 2012 წლის 1 ოქტომბერს ხაშურის N35 საოლქო საარჩევნო ოლქის ცალკეულ საარჩევნო უბნებზე არჩვენების გაყალბების ფაქტზე, დანაშული გათვალისწინებული სსკ ის 164- 3 პრიმა მუხლით.


როგორც პროკურატურაში აცხადებენ, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო N 35 ხაშურის საოლქო საარჩევნო კომისიიდან გადმოგზავნილი მასალები. 


პროკურატურის ცნობით, 2012 წლის 1 ოქტომბერს, საპარლანენტო არჩევნების დროს, ზვიად გრიგალაშვილმა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებით, ძალადობის გამოყენებით ხაშურის N35 საარჩევნო ოლქის N4 უბანზე უბნის დამკვირვებელს არჩილ გოგალაძეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შედეგადაც არჩილ გოგოლაძემ მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. 


“აღნიშნულის გამო 18 ივნისს ზვიად გრიგალაშვილი დაკავებული იქნა სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილი „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. 

 

შეგახსენებთ, რომ ამავე საქმეზე – 2012 წლის 1 ოქტომბერს ხაშურის რაიონში საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაყალბების ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, 13 ივნისს  შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურაში მოწმის სახით დაიკითხა იმერეთის ამჟამინდელი გუბერნატორის ვახტანგ ბალავაძე.      

 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი