ახალი ამბები

პარლამენტი კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობას სწავლობს

14 ივნისი, 2013 • • 1548
პარლამენტი კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობას სწავლობს

საპარლამენტო უმცირესობის წევრის, ლევან ბეჟაშვილის თქმით, კომისის სხდომაზე წარმოდგენილი ინფორმაცია გარკვეულ კითხვებს ბადებს:

 

“ქონდა თუ არა  კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარეს, ირაკლი ჩიქოვანს ინტერესთა კონფლიქტი – ეს არის კითხვა, რომელსაც კომისიამ თავისი საქმიანობის ბოლოს უნდა გასცეს პასუხი და შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღოს, ამიტომ ჯერჯერობით ვართ ინფორმაციის მიღების და დამუშავების პროცესში, რაც შემდეგ უკვე მოგვცემს საშაუალებას, გავაკეთოთ კვალიფიციური ანალიზი და დავადგინოთ, იყო თუ არა ინტერესთა კონფლიქტი. ზოგადად არასამთავროების წარმოდგენილი ინფორმაცია გარკვეულ კითხვის ნიშნებს ბადებს. ამ შემთხვევაში განმსაზღვრელი იქნება, თვითონ კომისია როგორ აფასებს და რა არგუმენტები და რა მტკიცებულებები აქვს, რომ გააბათილოს ის ბრალდებები, რომლებიც არასამთავროებს ჰქონდათ. არსებობს რაღაც, ასე ვთქვათ,  დასაბუთებული ვარაუდი ან  ეჭვი, რომ იყო ინტერესთა კონფლიქტი, მაგრამ  საბოლო გადაწყვეტილება  უნდა მივიღოთ მას შემდეგ, რაც ყველა ინფორმაციიას მივიღებთ და შემდეგ კანონის შესაბამისად ანალიზს ჩავუტარებთ.“


დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე თინა ხიდაშელი აცხადებს, რომ ერთ-ერთი დიდი თემა, რომელზეც ამ ეტაპზე კომიია მუშაობს,  არი არეკლამო ბაზარი და როგორ არეგულირებდა ამ ყველაფერ ეროვნული მარეგულირებელი კომისია:


  “აქ ჩანს ყველაზე მეტად ბატონი ჩიქოვანის ინტერესთა კონფლიქტი, შესაბამისად, ცნობილია მისი წილების შესახებ სარეკლამო კომპანიაში. კანონის პირდაპირი მოთხოვნაა, რომ ინტერესთა კონფლიქტი დგინდება არა მხოლოდ პირდაპირი, არამედ არაპირდაპირი ინტერესის არსებობის შემთხვევაშიც და ასეთი არაპირდაპირი ინტერესი ამ წუთის მდგომარეობით იკვეთება მასსა და რუსთავი ორის დირექტორს, ბატონ გეგემიძესთან მიმართებაში, ვინაიდან პრაქტიკულად ყველა ბიზნესში, რაც მედიას უკავშირდება, ისინი არიან პარტნიორები.” 

 

მისივე თქმით, არის პრობლემები პორტირების ნაწილში. კერძოდ, მოსაკვლევია ის საკითხი, კანონზომოერად ხდებოდა თუ არა კომპანიებისთვის გადასახადების დაწესება, თუ ეს იყო რაღაც დახარჯვა და დამატებითი ფულის ამოღება მობილური ოპერატორებისგან.

 

“ასევე კვლევის საგანია არათანაბრობა, როდესაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხდებოდა თანხების გამოყოფა სხვადასხვა ტელევიზიებისთვის, სხვადასხავა ფორმით, რიგ შემთხვევებში ეს იყო რეკლამით, რიგ შემთხვევაში -გადაცემების პირდაპირი დაფინანსებით და სპონსორებით. 17 საკითხია დღის წესრიგში. ჯერ პირველად სამუშაოებს ვატარებთ და უკვე ივლისიდან დავიწყებთ საჯარო სხდომებს და არა ექსპერეტბის მოსმენას, არამედ იმ პირების მოსმენას საგამოძიებო რეჟიმში, რომელთაც ეხებათ ეს საკითხი,”- განაცხადა ხიდაშელმა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი