კომენტარი

ბაღაფშის ახალი მთავრობა

სერგეი ბაღაფშიმ აფხაზეთში ახალი მთავრობა ჩამოაყალიბა - რეგიონის პერემიერ-მინისტრის პოსტი ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ დაიკავა, საგარეო პოლიტიკას კი მისი ყოფილი მოადგილე მაქსიმ ღვინჯია ჩაიბარებს, რომელიც ჟენევის დისკუსიებზე აფხაზეთის დელეგაციას ხელმძღვანელობდა. ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე ყოფილმა პრემიერმა ალექსანდრე ანქვაბმა გადაინაცვლა. არსებობს ვარაუდი, რომ ეს საკადრო პოლიტიკა რეგიონში ბაღაფშის და მისი გუნდის გაძლიერებას ისახავს მიზნად, ამიტომ ცვლილებები საქართველოსთვის, მოლაპარაკების დროს, ბევრს ვერაფეს შეცვლის.
კონფლიქტურ რეგიონში სამთავრობო ცვლილებისა და აფხაზეთთან საქართველოს მთავრობის ურთიერთობაზე “ბათუმელებს” კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ესაუბრა.

ბატონო პაატა, როგორ შეაფასებდით აფხაზეთის მთავრობაში მნიშვნელოვან გადაადგილებებს, საქართველოსთვის რა შეიცვლება?  


აბსოლიტურად არაფერი, ძალები სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებს შორის გადანაწილდა, შამბა მოიაზრებოდა ბაღაფშის ოპოზიციად, მაგრამ ის ფორმალურად იყო ოპოზიციაში. მას ბაღაფში ყოველთვის გვერდით ჰყავდა და პრაქტიკულად არ აძლევდა გასაქანს. აშკარად ჩანს, რომ გავლენები შამბასა და ანქვაბს შორის გადანაწილდა _ ბაღაფშის პირველი პრეზიდენტობის დროს მეტი უპირატესობა ჰქონდა ანქვაბს, რადგან თვითონ იყო პრემიერ მინისტრი და ვიცე-პრემიერი ვაკენბაია იყო მისი კაცი, რომელთან ერთადაც ატარებდა პოლიტიკას აფხაზეთში.
ამ ეტაპზე მან ჩრდილში გადაიყვანა ანქვაბი, თუმცა, ამით დაიცვა კიდევაც, რადგან ანქვაბი არჩეული კვოტაზეა. სხვათა შორის, ანქვაბი ყველაზე ნაკლებად პრორუსული ძალაა, ამიტომ ის თავისთან დაისვა. პრემიერ-მინისტრად კი დანიშნა შამბა, რადგან პრემიერ-მინისტრი ნებისმიერ დროს შეუძლია გაათავისუფლოს. ვიცე-პრეზიდენტად შეგიძლია მუდმივად იყო თუ სისხლის სამართლის დანაშაული არ ჩაიდინე.


სულ ამბობდნენ, რომ პრემიერი იქნებოდა შამბა, ლაკერბაია კი ვიცე-პრემიერი, რომელიც იყო ანქვაბის მარჯვენა ხელი. ბოლო წუთამდე არ იყო ცნობილი თუ რომელ მათგანს წარადგენდნენ. აღმოჩნდა, რომ ეს არის შამბა, თავდაპირველად ის არ თანხმდებოდა პრემიერ-მინისტრობას, რადგან ძალიან კარგად გრძნობდა თავს საგარეო მინიტრის თანამდებობაზე, ვერავინ ახლებდა მას ხელს, თანაც დიდი ქვეყნები პატივს სცემდნენ და თავის ამბიციებსაც იკმაყოფილებდა. მისი გადაყვანა იმაზეც იყო მიბმული, რომ ბაღაფშს სურდა თავისი კაცი ჰყოლოდა საგარეო საქმეთა მინისტრად და, მართლაც, მაქსიმ ღვინჯია არის მისი მარჯვენა ხელი. ანუ ამ ეტაპზე შამბამ თავისი გაიტანა, მაგრამ ის, რომ ანქვაბი არის ვიცე-პრეზიდენტი, ეს მეტყველებს იმაზე, რომ მას შანსები მომავალში საკმაოდ მაღალი აქვს.


რას შეიძლება ელოდეს საქართველო ამ ცვლილებების შემდეგ?


ჩვენმა უგუნურმა პოლიტიკამ 8 აგვისტოს გამოიწვია რუსული იტერვენცია და ოკუპაცია. ამის შემდეგ იქ ყველაფერს რუსები მართავენ. ამიტომ, დღეს, ვინც არ უნდა იყოს აფხაზური მხრიდან, იქ მხოლოდ რუსული ინტერესები გაჟღერდება, ამიტომ ვერ პოულობენ საერთო ენას.


საქართველოს მთავრობამ 27 იანვარს დაამტკიცა დოკუმენტი “სახელმწიფო სტრატეგია ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ _ ჩართულობა თანამშრომლობის გზით”. აფხაზეთის მხარემ ეს დოკუმენტი არ მოიწონა. თქვეს, რომ თავს   ოკუპირებულად არ თვლიან და თუ საქართველოს მხარე ამ დოკუმენტის შეთავაზებას კიდევ შეეცდება, შეხვედრა ჩაიშლება.
..


 მე არ გამიგია არასდროს, რომ საქართველო აკეთებდა აქცენტებს ომზე, განცხადებებს აკეთებდა ყოველთვის მშვიდობიანს, თუმცა, იქცეოდა აგრესიულად. დოკუმენტში გაკეთებული აქცენტები კარგია, ზოგადად. მაგრამ უნდა მოვეშვათ დეოკუპაციაზე საუბარს, რადგან ისინი არ თვლიან თავს ოკუპირებულებად. საქართველო იმ დოკუმენტში ლაპარაკობს მხოლოდ რუსულ აგრესიაზე, რაც სიმართლეა, მაგრამ არ ლაპარაკობს თავის პასუხისმგებლობაზე. აფხაზებმა და ოსებმა განსაკუთრებით კარგად იციან ქართული პოლიტიკის სუსხი. ყველაფერს ვაბრალებთ რუსებს, ჩვენ კი არანაირ პასუხისმგებლობას არ ვკისრულობთ. მათ კარგად იციან კითხვა და ხვდებიან, რომ ვიდრე ქართველები არ აღიარებენ საკუთარ პასუხისმგებლობას და შეცდომებს, მათთან ლაპარაკს აზრი არა აქვს. ამიტომ  პოლიტიკური კომპონენტი ამ დოკუმენტისა იმდენად სუსტია, რომ ნდობას არ იწვევს სხვა მიმართულებითაც.


ისინი მოლაპარაკებებზე არ მოდიან, მაგრამ ჩვენ არ ველაპარაკებით აფხაზებს და ოსებს, ჩვენ ველაპარაკებით რუსებს. აფხაზეთთან და ოსეთთან კი უნდა იყოს ძალიან მკაფიოდ გამოხატული მოქმედებები, ანუ უნდა შეიცვალოს ის მანკიერი პოლიტიკა, რასაც ქართული მხარე ახალგორისა და გალის რაიონებში ახორციელებს. არ არის საჭირი ამის დაწერა, საჭიროა მოქმედება. იაკობაშვილი სხვა რამეს წერს, მერაბიშვილი კი სხვას აკეთებს. სერთოდ კი, როცა გყავს მინისტრად მერაბიშვილი, ძნელია იაკობაშვილის დოკუმეტს უწოდო კარგი ან ცუდი.


 გალის მოსახლეობის აფხაზეთის მოქალაქეებად გამოცხადებასთან დაკავშირებით, ოპოზიციამ სოხუმის თეატრთან გამართული მცირემასშტაბიანი აქციით იმას მიაღწია, რომ ეს გადაწყვეტილება მეორე დღესვე გააუქმეს _ აფხაზმა ჟურნალისტებმა კი რკინიგზის მართვის რუსეთზე გადაცემაც გააპროტესტეს. რაზე მიუთითებს ეს,  რომ მოსახლეობის განწყობა სხაგვარია და მათ, უბრალოდ, ეშინიათ?


მათ ჰგონიათ, რომ გალის რაიონი იმართება საქართველოდან და ამიტომ არ უნდათ ამ ხალხის ინტეგრირება, რათა შემდეგ პრობლემები არ შექმნას საქართველომ. საქართველო არ იძლევა გარანტიებს, რომ გალის რაიონს არ გამოიყენებს აფხაზეთის შიდა პოლიტიკის წინააღმდეგ მიმდინარე პროცესებში. ეს არის ჩვენი პრობლემა, ბოლოს და ბოლოს უნდა გადავწყვიტოთ გვინდა მშვიდობა და სიწყნარე გალში თუ გვინდა შევქმნათ ტროას ცხენი _ მეხუთე კოლონა, რომელიც მუდმივ პრობლემებს შეუქმნის აფხაზებს და, შესაბამისად, კიდევ უფრო დაგვაშორებს აფხაზ ხალხთან.

 სოხუმელი ჟურნალისტი ჭკადუა წერს, რომ აფხაზეთში არჩევნები მოსალოდნელი შედეგებით დასრულდა, მაგრამ ეს მაინც ჰგავდა ცირკში ილუზიონისტის ეფექტურ ნომერს. ამასთან, გავრცელდა ინფორმაცია, რომ პატარა სახელმწიფომ 14-ათასიანი მოსახლეობით (ნეერუ) აფხაზეთის აღიარების სანაცვლოდ მოსკოვისგან 50 მილიონი მიიღო. არის საშიშროება იმისა, რომ მსგავსი ფაქტები განმეორდეს?

ამ არჩევნების ცირკთან შედარება ძალიან არასერიოზულია. ქართველები ნატრობენ ისეთ არჩევნებს, როგორიც ჩატარდა აფხაზეთში. მართალია, უკანონოდ ჩატარდა, რადგან არ შეესაბამება საქართველოს იურისდიქციას, არც საერთაშორისო ნორმებს და პროცედურულადაც იყო ძალიან ბევრი დარღვევა, მაგრამ შედარება არ არის საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან. ცირკს არჩევნები საქართველოში უფრო ჰგავს.  


ფაქტია, რომ აფხაზებმა ამოყარეს ქართველები საარჩევნო სიებიდან და მათ ვერ მიიღეს არჩევნებში მონაწილეობა. ეს ირიბად ქართველების დამსახურებაა, რადგან 2007 წელს მოინდომეს ჩაეშალათ არჩევნები. მათი ქცევა, ანუ აფხაზების, არის ყოვლად მიუღებელი ჩემთვის, მაგრამ ეს არის რეაქცია ქართულ პოლიტიკაზე, რაც ხორციელდება დღემდე. მაგრამ სხვა მხრივ, ანუ იმ კონტექსტში, როგორაც ჩატარდა არჩევნები, საქართველოს ვერ დაესიზმრება.


რაც შეეხება ნეერუს აღიარებას, არსებობს საშიშროება და არ არის გამორიცხული ეს კიდევ მოხდეს. თუმცა, ყველაზე დიდი საშიშროება უკვე იყო _ რუსეთის აღიარების შემდეგ ასეთი წვრილფეხა სახელმწიფოების აღიარება აღარ არის შემაშფოთებელი. თუ რუსეთი უკან წაიღებს თავის აღიარებას, ესენი ხაჭაპურებივით გამოაცხობენ ახალ ახალ არაღიარებებს.

კომენტარი

სათაური:
zaza
ვისგან:
შიგთავსი:
ukacravad, davitaia ara zakareishvili... ise avgelvdi rom gvarebi ameria, orive xom paataa
სათაური:
zaza
ვისგან:
შიგთავსი:
es jurnalistebi gamagizhebt, rame temaze rom tsert jer xom unda sheistavlot da zogadi informacia gkondet. vin gitxrat rom gvinjia ukve danishnes de fakto sagareo sakmeta ministrat, sad tsaikitxet ??? es bunebashi jer ar arsebobs... saidan mogagvt es faktebi roca aseti ram jer ar kofila.. kai jurnalists sheizleba sheeshala magram davitaia xom politikosia da tan tavi moakvs afxazetis sakitxebshi ekspertad da did mcodned. magan xom unda icodes rom gvinjia jer ar danishnula...
E-mail:

(თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ გამოჩნდება)
სახელი:
ტექსტი:
Please fill in the code shown in the image below:

შოკიდან გაურკვევლობამდე

როგორც მოსალოდნელი იყო, ობამა-სააკაშვილის შეხვედრაზე არ გაკეთებულა ისეთი მკაფიო განცხადებები, რომლებიც  ქართული პოლიტიკის ბუნდოვან მომავალს ნათელს მოჰფენდნენ. სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულმა დახურულმა შეხვედრამ კი მდგომარეობა კიდევ უფრო დამაინტრიგებელი გახადა.

წინა | შემდეგი
2012-02-07

ვარცხნილობა, წითელი ბარათები და ვარდისფერი მაისურები

ასე 20, მეტი თუ ნაკლები, წლის წინ ჩვენს სოფელში მეხივით გავარდა ამბავი... 14 წლის ბავშვმა თავი ჩამოიხრჩოო. იმ დღეს მისი ბებია სახლიდან სადღაც გავიდა, რომ დაბრუნდა, ბიჭი ხეზე  ჩემოკიდებული იპოვნაო. გვიანი იყო შველა.

2012-02-04 | ჯანდაცვა 

რატომ არ ნიშნავს კიბო სიკვდილს

რა არის ძირითადი მიზეზი იმისა, რომ ავთვისებიანი სიმსივნე ჩვენთან განუკურნებლად მიიჩნევა, რატომ ერიდება ხალხი "მისი სახელის ხსენებას"?

დავით ბერძენიშვილი: საქართველო ობამასთვის არშემდგარი დემოკრატიული ქვეყანაა

“რესპუბლიკური პარტიის” წევრის, დავით ბერძენიშვილის შეფასებით, ობამას შეხვედრა სააკაშვილთან, ერთი მხრივ, მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველო ობამასთვის არშემდგარი დემოკრატიული ქვეყანაა და მეორე მხრივ, იმ ფაქტზე, რომ ობამას საქართველოზე, როგორც შესაძლო დემოკრატიულ ქვეყანაზე, ხელი ჩაქნეული არ აქვს.

წინა | შემდეგი