კომპანია Google 2013 წლის 1 ივლისდან სიახლეების გამოწერის სერვისს Google reader–ს აუქმებს. ამის შესახებ მომხარებლები უკვე გააფრთხილა კომპანიის პროგრამირების ინჟინერმა ალან გრინმა სერვისის ოფიციალურ ბლოგზე.
"ფეისბუქმა" რამდენიმეთვიანი შესვენების შემდეგ რედიაზინი დააანონსა. როგორც მარკ ცუკერბერგი მომხმარებლებს პირდება, ახალი დიზაინი სოციალური ქსელის თითოეული მომხარებლის ინტერესებზე იქნება მორგებული.
საქართველოს პრემიერ -მინისტრს ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე 22132 “მიმდევარი” [Followers] ჰყავს, თუმცა პრემიერს ტვიტები 2012 წლის 7 ნოემბრის მერე აღარ გამოუქვეყნებია.
საძიებო მოთხოვნების რაოდენობით Yandex-მა Microsoft-ს გაუსწრო და მსოფლიოში მეოთხე საძიებო სისტემად იქცა Google-ის, Baidu-სა და Yahoo-ს შემდეგ. ამ ინფორმაცია რუსეთის მედიასაშუალებები Comscore-ის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებენ. Microsoft-მა მეხუთე ადგილზე გადაინაცვლა.
კომენტარი