ახალი ამბები

ლევან გაჩეჩილაძე ალასანიას ინიციატივას უერთდება

ლევან გაჩეჩილაძე დღეს, საღამოს 6 საათზე გამართულ ბრიფინგზე აცხადებს, რომ ის მთელი მისი რესურსით უერთდება ირაკლი ალასანიას ინიციატივას.


”ჩვენ უნდა შევთანხმდეთ ერთ კანდიდატზე” აცხადებს ლევან გაჩეჩილაძე და ამბობს, რომ პრაიმერის თუ მოლაპარაკებების გზით, არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ ოპოზიცია ერთ კანდიდატზე უნდა შეთანხმდეს.


”ჩემი უშუალო ჩართვით იქნება თუ ჩემი მონაწილეობის გარეშე, მე მთელ ჩემ რესურსს დავხარჯავ” აცხადებს გაჩეჩილაძე.
ჟურნალისტების მიერ დასმულ  კითვაზე ყველა პარტიაში იგულისხმება თუ არა ზურაბ ნოღაიდელის პარტია, გაჩეჩილაძემ კიდევ ერთელ გაიმეორა, რომ ყველა პარტიის კარი ღია იქნება კონსულტაციებისთვის.


შეგახსენებთ, რომ დღეს ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ საჭიროა, რაც შეიძლება სწრაფად გამოიძებნოს  პოლიტიკური შეთანხმების სწორი ფორმა, რომელიც ოპოზიციის ერთ კანდიდატს გამოკვეთავს.


“არ მინდა, რომელიმე პოლიტიკური ძალა, რომელიც დღეს იბრძვის არჩევნების გზით ხელისუფლებაში მოსვლისთვის, გამოაკლდეს ამ პროცესს. ” ამბობს ალასანია.


თუ რას ფიქრობს ალიანსის შემადგენლობაში შემავალი ორი პარტია, რესპუბლიკელები და მემარჯვენეები, არ არის ცნობილი, თუმცა გავრცლელებული ინფორმაციით, ისინი ერთობლივი განცხადების გაკეთებას გეგმავენ.

კომენტარი

სათაური:
ნან
ვისგან:
შიგთავსი:
ლოლ არ შემიძლია კომეტარის ბოლო ნაწილში არ დაგეთანხმო :D
სათაური:
Alexander
ვისგან:
შიგთავსი:
ლევან გაჩეჩილაძე - Kartvelo Jurnalistebo MOESHVIT koveli tingicis ukan sirbiuls da mis politkosad gamokvanas, ლევან გაჩეჩილაძე tu martla airchis kartvelebma ramed me ubralod samudamod davtoveb am kvekanas, imitom rom es chemtvis ukve sazogadoebis psikikuri mdgomareobis udidesi daskvna ikneba...
E-mail:

(თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ გამოჩნდება)
სახელი:
ტექსტი:
Please fill in the code shown in the image below:

ალასანია: "სააკაშვილს, მერაბიშვილსა და ადეიშვილს მოუწევთ მართლმსაჯულების წინაშე პასუხისგება"

"თავისუფალი დემოკრატების" ლანჩხუთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს, ელგუჯა ჩხაიძეს, რომელიც სამართალდამცავებმა გუშინ დააკავეს, სავარაუდოდ, 2000– ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლებენ. ინფორმაცია ამის თაობაზე "ნეტგაზეთს" მისმა ადვოკატმა, ლადო გვარჯილაძემ მიაწოდა.

მიხეილ სააკაშვილი: ყოველი მეოთხე ადამიანი რუსეთიდან გაქცევას ცდილობს

“მტერმა ძალიან გაგვაწვალა და სისხლი გაგვიშრო, მაგრამ ომიდან ოთხი წელიც არ გასულა და სად არიან ისინი და სად ვართ ჩვენ. ნახეთ, რა ხდება მათ დედაქალაქში. ნახეთ, როგორია მათი ეკონომიკური ზრდა. ამდენი ნავთობი და გაზი აქვთ. მთელი მსოფლიო ინფრასტრუქტურა მათ წისქვილზე ასხამს წყალს, ძვირდება საწვავი, უამრავი კონფლიქტები აქვთ და ამის მიუხედავად, ყოველი მეოთხე იქიდან აპირებს გაქცევას,” – განაცხადა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გორში მოსახლეობასთან შეხვედრისას.

კაციტაძე: კარდაკარის პარალელურად დამისამართების პროექტმა შესაძლოა პრობლემები წარმოშვას

კარდაკარის პარალელურად დამისამართების პროექტის წარმოებამ შესაძლოა გარკვეული ტექნიკური პრობლემები წარმოშვას ზუსტი მისამართებისა და სიების ფორმირების საკითხში, - აღნიშნავს პარტია "ახალი მემარჯვენეების" წევრი, საარჩევნო სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის თავმჯდომარე მამუკა კაციტაძე.

წინა | შემდეგი
2012-02-02

წყლის მრიცხველისთვის გადასახდელი თანხა 24 თვეზე გადანაწილდება

წყლის მრიცხველისთვის გადასახდელი 100 ლარი, სურვილის შემთხვევაში, თითო ოჯახს 24 თვეზე გადაუნაწილდება.

2012-02-02

მიხალკოვი: ყველაფერს გავაკეთებ, რომ პუტინმა არჩევნები მოიგოს

"ვინც ხმას მიცემს პუტინის წინააღმდეგ, ის ხმას მიცემს რუსეთის ინტერესებისა და მისი მომავლის წინააღმდეგ. მე კი რუსეთის გულშემატკივარი ვარ და ამიტომ ხმას მივცემ პუტინს", - განაცხადა კინორეჟისორმა ნიკიტა მიხალკოვმა თავის მორიგ ვიდეობლოგში.

2012-02-02

მერია: ქარის მიერ დაზიანებული შენობების ზარალს გამგეობები აანაზღაურებენ

თბილისში ძლიერმა ქარმა მნიშვნელოვანი პრობლემები შექმნა. საირმის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ კორპუსს სახურავი გადახადა, იგივე მოხდა წერეთლის ქუჩაზეც, პეკინის ქუჩაზე კი კედელი ჩამოინგრა.

წინა | შემდეგი