ახალი ამბები
2010-03-08 | პოლიტიკა 

ავიამიმოსვლა საქართველო–რუსეთს შორის

„რიგი ტექნიკური პრობლემების მოგვარების შემდეგ, რუსეთი მზად იქნება საქართველოსთან პირდაპირი ავია მიმოსვლის შესახებ ილაპარაკოს“,–განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს, 8 მარტს.

ეს საპასუხო განცხადება რუსეთმა მას შემდეგ გააკეთა, რაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ  ნინო კალადაძემ, დღევანდელი ბრიფინგის დროს განაცხადა, რომ საქართველო მზადაა განაახლოს საჰაერო მიმოსვლა რუსეთთან, თუმცა პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ქვეყნებს შორის ავია მიმოსვლა, სწორედ რუსეთის ინიციატივით შეწყდა და მხოლოდ მათ შეუძლიათ ამ საკითხის გადაწყვეტა.


კალანდაძის თქმით, თუკი რუსეთის ხელისუფლებიდან ოფიციალურად მიმართავენ თბილისის, შვეიცარიის საკონსულოს მეშვეობით, რომ ქვეყნებს შორის აღდგება ავია მიმოსვლა, მაშინ ქართული მხარე ამ საკითხს უახლოეს პერიოდში მოაგვარებს.


პირდაპირი რეისები თბილისსა და მოსკოვს შორის 2006 წლის შემდეგ, ქვეყნებს შორის პოლიტიკური ურთიერთობების გამწვავების შემდეგ გაუქმდა. 2008 წელს, ავია მიმოსვლა რამდენიმე ხნით აღდგა, თუმცა 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემდეგ ისევ შეწყდა. პირველი პირდაპირი ჩარტერული რეისები კი, თბილისი–მოსკოვი–თბილისი  რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით  მიმდინარე წლის 10 იანვარს შესრულდა.


თუმცა ეს რეისები, თბილისსა და მოსკოვს შორის მუდმივი ავია მიმოსვლის საწინდარი არ გამხდარა.


2009 წლის დეკემბერში რუსეთის პრეზიდენტმა, დიმიტრი მედვედევმა თავისი ერთ–ერთი  განაცხადების დროს აღნიშნა, რომ, ის არანაირ დაბრკოლებას არ ხედავდა პირდაპირი რეისების განხორციელებისთვის. ამავე დროს, ის იმედოვნებდა, რომ დადგება დრო, როცა რუსეთსა და საქართველოს შორის  სავიზო რეჟიმიც გაუქმდება.

კომენტარი

სათაური:
leila
ვისგან:
შიგთავსი:
ar aris sachiro agdgena, visac unda, isedac moprinaven georgiashi.
E-mail:

(თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ გამოჩნდება)
სახელი:
ტექსტი:
Please fill in the code shown in the image below:

მიხეილ სააკაშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტის მადლიერია

"მე მადლიერი ვარ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის, რომელმაც 775 მლნ დოლარი გამოგვიყო სესხის სახით ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის საქართველოს მონაკვეთის მშენებლობისთვის. იმედი მაქვს, რომ ჩვენ შევძლებთ ეს პროექტი დროში მოვასწროთ", - განუცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აზერბაიჯანის სააგენტო “Apa”-ს კორესპონდენტს ყირგიზეთის პრეზიდენტ ალმაზბეკ ატამბაევის ინაუგურაციაზე.

"მაესტროს" და კიწმარიშვილის კომპანიას შორის დადებული ხელშეკრულების ასლი

საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, "ნეტგაზეთი" გთავაზობთ  2009 წელს გაფორმებული იმ ხელშეკრულების ტექსტს, რომლითაც "მაესტროს" მართვის უფლება "რუსთავის მედიის მართვის კომპანიას" გადაეცა:

“მაესტროსთან“ სოლიდარობის აქცია დაიწყო

ეროსი კიწმარიშვილის თქმით, ტელეკომპანია “მაესტროში” არსებული სიტუაცია არ შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს და თუ მამუკა ღლონტმა კარი არ გახსნა, მაშინ ყველა საშუალებით ეცდება, ტელეკომპანიის გამართული მუშაობა აღადგინოს. ყველა საშუალებაში ეროსი კიწმარიშვილი გულისხმობს ნებისმიერ ხელსაწყოს, რომლითაც შესაძლებელი გახდება ჩაკეტილი კარის გაღება.

წინა | შემდეგი

ახალი გაზეთი: ქუთაისში "რუსთავი 2"-ის სტუდია იხსნება

ქუთაისში მშენებარე პარლამენტის წინ მდებარე კორპუსებში "ტელეიმედისა" და "რუსთავი 2"-ის სტუდიები გაიხსნება.

2012-01-30

ISAF- ის მეთაური თბილისში

30 იანვარს თბილისში ავღანეთში საერთაშორისო უსაფრთხოების დახმარების ძალებისა (ISAF) და აშშ-ის ძალების მეთაური, გენერალი ჯონ ალენი შეხვედრებს გამართავს სამთავრობო და სამხედრო ოფიციალურ პირებთან.

2012-01-30

წერილი ამერიკის ელჩს

დღეს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში ორგანიზაციებმა– მოძრაობა “რატომ?”, მოძრაობა “არა” და მოძრაობა “ივერიელები”–სპეციალური განცხადება მიიტანეს.

წინა | შემდეგი