საზოგადოება
2010-02-23

მზიური, ვერე და მაგისტრალი

გმირთა მოედნისა და თამარაშვილის გამზირის შემაერთებელი ჩქაროსნული გზატკეცილის მშენებლობა კვლავ გრძელდება. გზატკეცილმა მზიურის პარკში უნდა გაიაროს. ეს კი დამატებით კითხვებს აჩენს ისედაც ბუნდოვანი პროექტის ირგვლივ.
ორგანიზაციის ‘მწვანე ალტერნატივა“ თავმჯდომარე მანანა ქოჩლაძეს დღემდე არ უნახავს მაგისტრალის გეგმა, რომელიც ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას „საქგზამეცნიერება“გასული წლის ივლისში უნდა წარედგინა.


მანანა ქოჩლაძე ამბობს, რომ გზის მშენებლობა კანონდარღვევით მიმდინარეობს:


„დარღვევა არის ის, რომ პროექტი ვერ მოვიპოვეთ. თან ხაზავენ და თან ახორციელებენ პროექტს, რაც ძალიან პრობლემატურია. გამოვითხოვეთ არქიტექტურული სამსახურის ნებართვა, რომელიც არ მოუწოდებიათ და არ ვიცი ეს ნებართვა არსებობს თუ არა".


ასევე უცნობია, არსებობს თუ არა     გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი. მანანა ქოჩლაძის ორგანიზაციამ მიმართა თბილისის მერიასა და გარემოს დაცვის სამინისტროს მიეწოდებინათ ეს დოკუმენტი. თბილისის მერიამ მოთხოვნას უპასუხა, რომ შიდასაქალაქო გზების მშენებლობას ასეთი დასკვნა არ სჭირდება, გარემოს დაცვის სამინისტრომ კი მერიის საწინააღმდეგო პასუხი გასცა.


ორი სახელმწიფო ინსტანციის პასუხზე რეაგირებისთვის ორგანიზაციამ გარემოს დაცვის ინსპექციას მიმართა. ამ უკანასკნელმა კი ორი ურთიერთგამომრიცხავი პასუხი მოიწერა:


„თვითონ გარემოს დაცვის ინსპექციას განმარტება არ გაუკეთებია, რომელ წერილს უნდა დავეყრდნოთ. ჩვენ ასეთი წერილები მანამდეც გვქონდა. თუმცა მათ მიაჩნიათ, რომ საქმე უკვე დახურეს, მაგრამ ძალიან გაურკვეველია რაზეა საერთოდ საუბარი“ – საუბრობს მანანა ქოჩლაძე.


ამიტომაც, ორგანიზაციას უჭირს ზუსტად განსაზღვროს ის საფრთხეები, რომელიც შესაძლოა ამ მაგისტრალის აშენებამ გამოიწვიოს. „ჰიპოთეტურ საშიშროებათა“ ნუსხაში მანანა ქოჩლაძე ასახელებს მდინარე ვერს დაკარგვას:
„მდინარის დაკარგვა არ ნიშნავს მარტო იმას, რომ  მდინარე აღარ იარსებებს. ის არ გაქრება არსად, ამის იმედი ნურავის ნუ აქვს, მაგრამ იპოვნის ახალ კალაპოტს. რამაც ზედმეტი ზიანი შეიძლება შეუქმნას მოსახლეობას... ჩადგეს წყალი შენობების საძირკველში.“


თუ კი გავითვაკლისწინებთ იმას, რომ „თბილისი მთლიანად წყალზე დგას“, მდინარე ვერეს კოლექტორებში „:შებოჭვამ“ მდინარის წყალმარჩხობისა თუ წყალმცირობის დროს დამატებითი პრობლემებიც შეიძლება შექმნას.  
ერთადერთი დოკუმენტი, რომელიც „მწვანე ალტერნალტივამ“ მიიღო ეს იყო მდინარე ვერეს ხეობის ეკოლოგიური ანგარიში. ანგარიშში საუბარია მდინარე ვერეს მძიმე ეკოლოგიურ მდგომარეობაზე, რომლის გამოსასწორებლადაც თბილისის მერია კოლექტორების აშენებას აპირებს.


მანანა ქოჩლაძეს ეს საკმარისად არ მიაჩნია, რადგან მდინარე ვერე მზიურიდან არ იწყება და მისი დაბინძურება მაღალი დონეებიდან მოდის, დაბალი დონეების გაწმენდა კი არაეეფქტური ან უშედეგო იქნება.


"მწვანე ალტერნატივის" ხელმძღვანელს უკვირს, რომ თბილისის გენერალურ გეგმაში არ იყო მოხსენიებული ასეთი მასშტაბური პროექტი, რომლის დასაფინანსებელი ხარჯი დაუდგენელია.


მანანა ქოჩლაძის ორგანიზაციამ ვერ შეძლო რაიმე „ხელჩასაჭიდი“ ეპოვნა მერიის ქმედებაში. რადგან თბილისისი საკრებულომ მზიურს მოუხსნა რეკრეაციული პარკის ფუნქცია.


„ზოგადად, ისე ცდილობენ ყველაფერს რეგულირება მოაცილონ, რომ არ ექვემდებარებოდეს გარემოს ზემოქმედების შეფასებას“– ამბობს მანანა ქოჩლაძე.


ამის გარდა, ირღვევა ადგილობრივი მაცხოვრებლების უფლებები და იმათიც, ვინც მზიურის პარკს დასასვენებლად იყენებენ.
ჯერ კიდევ სექტემბერში სოციალურ ქსელ facebook–ზე შეიქმნა ჯგუფი „გადავარჩინოთ მზიური“, რომელშიც დღეს გაწევრიანებულია 1800 ადამიანამდე. ისინი გასულ შაბათს შეიკრიბნენ მზიურის პარკში და არლეკინის ძეგლთან საუბრობდნენ მზიურის გადარჩენის გზებზე.


ისინი აპირებენ, რომ  მერიიდან გამოითხოვონ მაგისტრალის მშენებლობის გეგმა და ასევე შეეწინააღმდეგონ მზიურის ტერიტორიაზე მსგავსი გეგემის განხორციელებას. სურთ, რომ მოსახლეობაში გაავრცელონ ინფორმაცია საინფორმაციო სტიკერების მეშვეობით.

კომენტარი

სათაური:
Giorgi
ვისგან:
შიგთავსი:
მართლაც რომ -"სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს"... bunebas miwasTan asworeben, rac gagvaCnia imasac anadgureben da Tqven es normalur qcevad migaCniaT? Zvelad zooparkisTvis 70 ha-mde teritoria gamoiyo da axla daaxloebiT 9 ha-ia darCenili, isic estakadis mSeneblobam sxvagan gadatanis aucilebloba warmoSva (mSeneblobisas gaiCexa 700 nergi). sad unda gadaitanon zooparki ar gifiqriaT ? faqtia rom qalaqSi zooparkisTvis adgili ar iqneba momavalSi da gadaitanen sadme moSorebiT, sadac adamians gauWirdeba misvla. bavSvebs bavSvobas waarTmeven da mere saSveli kompiuterSi iqneba, raime cxovelis saCveneblad internetSi daiwyebT qeqvas. sabolood janmrTeloba daqveiTebuli, daStampuli azrovnebiT gaizrdebian. xe-tye Tu gaanadgure maSin ram unda gawmindos es momwamvleli airebi ?? amaze Tu gifiriaT. sabWoTa kavSirSi rac Sendeboda is im periodSi amarTlebda Tavis funqcias.. samwuxarod bevri SemorCenili marTlac usaxuri arqiteqturaa, magram eseTi advili araa dangreva da axlis aSeneba,… me Tqven getyviT da axali rac Sendeba didad gamoirCeva Zvelisgan. am yvelafris miRma aris Zalian bevri kargi arqiteqturuli nimuSic SemorCenili.. aba ram gadaria amdeni ucxoeli, aqeT rom morbian TavianTi “sufTa” dawkrialebuli qveynebidan ??? ar SeiZleba ese xelaRebiT ganadgureba yvelafris.. bolos da bolos istoriaa da movla patronoba sWirdeba.
სათაური:
Giorgi
ვისგან:
შიგთავსი:
მართლაც რომ -"სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს"... bunebas miwasTan asworeben, rac gagvaCnia imasac anadgureben da Tqven es normalur qcevad migaCniaT? Zvelad zooparkisTvis 70 ha-mde teritoria gamoiyo da axla daaxloebiT 9 ha-ia darCenili, isic estakadis mSeneblobam sxvagan gadatanis aucilebloba warmoSva (mSeneblobisas gaiCexa 700 nergi). sad unda gadaitanon zooparki ar gifiqriaT ? faqtia rom qalaqSi zooparkisTvis adgili ar iqneba momavalSi da gadaitanen sadme moSorebiT, sadac adamians gauWirdeba misvla. bavSvebs bavSvobas waarTmeven da mere saSveli kompiuterSi iqneba, raime cxovelis saCveneblad internetSi daiwyebT qeqvas. sabolood janmrTeloba daqveiTebuli, daStampuli azrovnebiT gaizrdebian. xe-tye Tu gaanadgure maSin ram unda gawmindos es momwamvleli airebi ?? amaze Tu gifiriaT. sabWoTa kavSirSi rac Sendeboda is im periodSi amarTlebda Tavis funqcias.. samwuxarod bevri SemorCenili marTlac usaxuri arqiteqturaa, magram eseTi advili araa dangreva da axlis aSeneba,… me Tqven getyviT da axali rac Sendeba didad gamoirCeva Zvelisgan. am yvelafris miRma aris Zalian bevri kargi arqiteqturuli nimuSic SemorCenili.. aba ram gadaria amdeni ucxoeli, aqeT rom morbian TavianTi “sufTa” dawkrialebuli qveynebidan ??? ar SeiZleba ese xelaRebiT ganadgureba yvelafris.. bolos da bolos istoriaa da movla patronoba sWirdeba.
სათაური:
Alexander
ვისგან:
შიგთავსი:
ამხელა მშენებლობა ქალაქის მასშტაბით წინა საუკუნეშიც კი არ ყოფილა. ამ პროექტის განხორციელებით, მართალია, დიდი პასუხისმგებლობა ავიღეთ საკუთარ თავზე, მაგრამ ყველა პირობას ბოლომდე შევასრულებთ და მშენებლობასაც მოკლე ვადებში დავასრულებთ. მაგისტრალის აუცილებლობა დავინახეთ ახლად შეკეთებულ გზებზე ავტოტრანსპორტის სიჩქარეების ზრდისა და ბოლო წლებში მსუბუქი ავტომობილების რაოდენობის მატების გამო. საჭირო გახდა საცობების შემცირება და ქუჩების განტვირთვა. ამ მიზნით, 2009 წელს ქალაქში კვანძების გახსნის პროგრამა დავგეგმეთ. ეს მაგისტრალიც ამ დიდი პროექტის მხოლოდ ნაწილია. პარალელურად ახალი გზების მშენებლობით თბილისის სხვა უბნებშიც ვახდენთ მოძრაობის განტვირთვას. მაგალითად: ვაზისუბნისა და ლოტკინის დაკავშირება ახალი გზით, ლილოს ცენტრალურ სავაჭრო ცენტრთან გვირაბის გაყვანა პანდუსებით, რითაც მოისპო მუდმივი საცობები, დაწყებულია ვაშლიჯვრის დასახლებისა და ნუცუბიძის პლატოს დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობა, რაც ქალაქის შემოსასვლელიდან ძირითადი სატრანსპორტო არტერიის განტვირთვის საშუალებას მოგვცემს, ვგეგმავთ აღმაშენებლის ხეივნის დასაწყისში გვირაბის მშენებლობას და გორგასლის ქუჩიდან შინდისი-ტაბახმელას დამაკავშირებელი გზის მშენებლობას თაბორის მთის გავლით. მშენებლობის პირობები პროექტის არც ერთ ეტაპზე არ დაგვირღვევია. გმირთა მოედნისა და თამარაშვილის ქუჩის დამაკავშირებელი გზის გაყვანას წინ უძღოდა საერთო კომპლექსური სქემის შესწავლა, რის საფუძველზეც, პროექტი ეტაპობრივად დავგეგმეთ. პროექტირების შესახებ 2009 წლის 8 მაისს გამოცხადებულ ტენდერში გარემოსდაცვითი საკითხების გათვალისწინებით გაიმარჯვა შპს "საქგზამეცნიერებამ", მშენებლობაზე გამოცხადებულ ტენდერში კი 1 ივლისს შპს "კავკასუს როუდ პროჯექტი" გავიდა. ვაწყობდით განხილვებსაც. ყოველი კვირის სამშაბათს მერიის სატრანსპორტო კომისია მოწვეულ სპეციალისტებთან ერთად განიხილავს მიმდინარე პროცესებს და შემოთავაზებულ წინადადებებს. მშენებლობის დაწყებისას კი კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე პროექტში ცვლილებებიც შევიტანეთ. ბრალდებები, რომ ვანადგურებთ "მზიურისა" და ზოოპარკის ლანდშაფტს, უსაფუძვლოა, რადგან ჩვენ არც ერთ ამ ტერიტორიას არ ვეხებით, მაგისტრალი მხოლოდ მათ შორის გადის. არ ვეხებით არც ვერეს ხეობას. მივყვებით მდინარის ზოლს. ზოგიერთ მონაკვეთში კი მდინარე იხურება და გზა გადადის მდინარის ზემოდან; ანუ კალაპოტში ექცევა, რაც ისედაც აუცილებლად იყო გასაკეთებელი, რადგან, მართალია, ვერე პატარა მდინარეა, მაგრამ გაზაფხულზე ისე დიდდება, რომ იქ მცხოვრებ მოსახლეობას მუდმივად პრობლემებს უქმნის. ამ პროექტის საშუალებით კი ეს პრობლემაც გადაწყდება.!!!!!!!!! ხშირად წერენ იმის შესახებ, რომ "მზიურის" პარკი ქალაქის "ფილტვებია". თუმცა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ აქამდე ეს ადგილი ორგანიზმის დაავადებულ ელემენტს წარმოადგენდა, რომელიც მხოლოდ ახლა გაიწმინდა წლების განმავლობაში ნარჩენი ბიტუმის, მაზუთის და ჩამდინარე ფეკალური მასებისგან. ნუ დაგავიწყდებათ, რომ მდინარე ვერეში, ყველანაირი ნორმების დარღვევით, 250-მდე კანალიზაციის წერტილი ჩაედინებოდა. ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ იდგა ყიფშიძის ქუჩის მხარეს, სადაც საშინელი ანტისანიტარია იყო. ახლა ამ ყველაფერს დიდი კოლექტორი მოაწესრიგებს, რომელიც ხეობაში დაიდგმება, მასში შევა ხეობაში ჩამავალი ფეკალიები და შემდეგ ძირითად კოლექტორს მიუერთდება. ამით ჩვენ გავწმენდთ მდინარესაც, გზის ორივე მხარეს კი, მაგისტრალის გასწვრივ გამწვანებულ ზოლს გავაკეთებთ. პროექტის მიმდინარეობისას არც ხეები მოგვიჭრია. სადაც დღეს მშენებლობა მიმდინარეობს, წინათ სულ ეკალ-ბარდები იყო, რაც, ცხადია, გავკაფეთ. მოვჭერით 60-მდე ისეთი ხე, რომელიც შეშადაც კი არ გამოდგებოდა. საღი ხეები სპეციალური გადამრგავი მანქანების მეშვეობით ქალაქის სხვადასხვა ადგილებზე გადავიტანეთ. გამოდის, რომ არც "მზიურს" ვაზიანებთ და არც ზოოპარკი გადაგვაქვს სხვაგან. რაც მთავარია, არც გმირთა მოედანი კარგავს ფუნქციას, პირიქით - მას, ესტაკადის სახით, კიდევ ერთი დონე ემატება, რომელზე ასვლაც რამდენიმე ადგილიდან იქნება შესაძლებელი. ძირითადი სამშენებლო სამუშაოები მაისის ბოლოს დასრულდება. დარწმუნებული ვარ, რომ ვერეს ხეობაში კომუნიკაციების მოწესრიგებისა და დენდრო-პროექტის განხორციელების შემდეგ ეს ადგილი, თავისი ინფრასტრუქტურით, სრულიად უნიკალური იქნება როგორც ტრანსპორტით, ისე ფეხით მოსიარულე მოქალაქეებისთვის. http://www.liberali.ge/node/1258 /////////// Memgoni gasagebad tseria kvelaperi...
სათაური:
Alexander
ვისგან:
შიგთავსი:
natia@gmail.com - Me sakartveloshi vcxovrob da chemi ojahi mandaa, rahan ehla ragac droit shvagan vimkopebi es arapers ar nishnavs. Sazgvargaret sustad igive situaciaa, iyaponia datskebuli da nebismieri didi ganvitarebuli kveknis chatvlit. Mzius rac eheba, eg isedac didi araperi ar iko. Da jer me dangreuli mholod mtebi da ragac sahlebis dzveli nangrevebi vnahe, meti araperi.
სათაური:
natia@gmail.com
ვისგან:
შიგთავსი:
aleksandre, rogor ar angreven? xom datseres gasagebad, mziurs angreven, ertadert rekriaciul zonas, romlitan suntqvas veres xeobashi mcxovreba mosaxleoba. odesme shegixediat iq mdgari mravalsartuliani korpusebistvis? im mcxovreb atasobit adamians am gzis gayvanis shemdeg CO2-ti moutsevs suntqva. garda amisa, ukve mravaljer daitsera, rom gegmis mopoveba meriidan ver moxerxda. tqven ginaxavt saboloo gegma (da ara marto erti naxazi)? shors jdoma da iqedan laparaki iolia. daujeret im adamianebs, romlebsac yoveldghe utsevs am realobashi cxovreba.
სათაური:
Nestan Tsetskhladze
ვისგან:
შიგთავსი:
თემო, ბალანსი არ არის დაცული?? :))))
სათაური:
Alexander
ვისგან:
შიგთავსი:
(1) Kalaki gavs nagviskuts, araperi ar aris dasangrevi ak 70 tselitsadi komunistebi iset ragaceebs shenebdnen rom dgemde guli mereva roca vukureb. (2) Internetshi suratebic bevria da youtubze videoc ki aris mteli am proektis mimohilvit, vipovidi magram dges magis tavi agar makvs... http://forum.ge/uploads/post-51-1266429297.jpg http://forum.ge/uploads/post-51-1266429297.jpg http://forum.ge/?f=51&showtopic=34076262&st=675 (3) Tbilisshi da sakartveloshi rom viko mainc ar tsamovidodi albat, radgan dasuptaveba tvinidan unda daitskos, magram isec ar var. Tan menatreba magra, tan magra ar minda dabruneba, mtlianobashi chemi kveknis gamo sul guli mtkiva... kvelaperze... Am proekts ki rac eheba, mesmis rato ar atskoben parads, ris gaketebac daapires kvelapris gamo shechama am halhma... Gana ra chveni pulit ketdeba? Ai 2008mde ki es chvenji puli iko... unda davtsknarebulikavit da cota gvepikra. Ehla Sakartvelo dahmarewbaze cxovrobs... da saertod ramdenad azriani aset ragaceebze pikri an tundac politikaze... roca kvekana okupirebulia es ar mesmis.
სათაური:
Nestor
ვისგან:
შიგთავსი:
ალექსანდრე: 1) ისეთ რამეს აშენებენ, რომელიც ქალაქის ისედაც სათუთ და იშვიათ ეკოსისტემას დაანგრევს 2) აშენებენ თვალთუნახავი პროექტის მიხედვით, რომლის მოპოვებაც შეუძლებელია 3) დასასუფთავებლად თუ დააპირებთ აუცილებლად გამოგყვებით და პირობას გაძლევთ სხავასაც წამოვიყვან
სათაური:
Temo Bardzimashvili
ვისგან:
შიგთავსი:
მხოლოდ "მწვანე ალტერნატივა"-ზე დაყრდნობით რატომ წერთ სტატიას?
სათაური:
Alexander
ვისგან:
შიგთავსი:
Au, daanebet ra tavi. Asheneben, hom ar angreven ra... Suratebi da naxazebi savsea internetshi. Ki araopicialuri mettsilad, mere ra? rac ki oficialuri iko kvelaperze isterikebi kondat opozicias, medias da halhs tsalke. Me vitkvi acadet. Ashendes, kalakshi erti normaluri magistrali mainc. Mtsvaneebs rac ehebat, ra sakme cota akvt? Gaiaret da tu dzalian gindat dassuptavet narikalas mahloblobashi teritoria mainc, tsina tsels stumari mkavda da ikaurobas martalia met naklebad uvlian, mainc chuchkiandeba. Mets amaze uketess mainc ver izavt batonebo. ;)
E-mail:

(თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ გამოჩნდება)
სახელი:
ტექსტი:
Please fill in the code shown in the image below:

კერძო რეპეტიტორობის ფენომენის კვლევა საქართველოში

„კერძო რეპეტიტორობის ფენომენის კვლევამ საქართველოში“ აჩვენა, რომ რეპეტიტორობაზე მოთხოვნის გამომწვევი ორი ძირითადი ფაქტორია: სასკოლო განათლების დაბალი ხარისხი და სკოლაში მიღებული ცოდნის გამოცდების მოთხოვნებთან შეუსაბამობა.

2012-01-20

რა ბედი ელის ბიბლიოთეკას გუდიაშვილის სკვერში

თბილისის მერიაში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ გუდიაშვილის მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს ბიბლიოთეკა დროებით სხვა ადგილზე გადაინაცვლებს და სამუშაოების დასრულების შემდეგ ისევ ძველ ადგილს დაუბრუნდება.

წინა | შემდეგი